Archive of Academic Writings

Join us on

facebook

large view
small view

Close

Share

Paper

The issue of Self-identification in "First Garment" by Guram Dochanashvili and "Everyone That Findeth Me" by Otar Chiladze

Salome Tigilauri_2020

Abstract

Abstract taken from the full text of the paper (PDF, page 2). (in Georgian)

ნაშრომი შეეხება თვითიდენტობის პრობლემას გურამ დოჩანაშვილის და ოთარ ჭილაძის რომანებში: ,,სამოსელი პირველი“ და „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. ყურადღება გავამახვილეთ როგორც მთავარ, ასევე მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე, ცალ-ცალკეა წარმოდგენილი ჩვენთვის საინტერესო მოქმედ პირთა წყვილები: ალექსანდრე – დომენიკო და ქაიხოსრო – გვეგვე. პირველი პოზიტიურად განვითარებული თვითიდენტობის მაგალითია, ხოლო მეორე წყვილთან, იდენტიფიკაციის კრიზისი ვლინდება. კვლევის მეთოდად გამოყენებულია კომპარატივისტული ანალიზი, კერძოდ ყურადღება გამახვილებულია ტექსტთა თემატურ (თემა, სიუჟეტი, მოტივი) მიმართებებზე. ჩვენი მიზანია, იდენტობის თეორიების, განსაკუთრებით, ერიკ ერიკსონის ,,იდენტობის თეორიის“ მიხედვით გავაანალიზოთ აღნიშნულ პერსონაჟთა განვლილი გზა და ის, თუ რა მოვლენებმა განაპირობა მათი ხასიათის ამ სახით ჩამოყალიბება, რა იწვევს იმას, რომ მხოლოდ ერთი წყვილი ახერხებს თვითიდენტობის მოპოვებას, მეორე კი – ვერა.

აღნიშნული პრობლემით სამეცნიერო წრე განსაკუთრებით XX საუკუნიდან დაინტერესდა. იდენტობის ცნება კი 1960-იანი წლებიდან ერთ-ერთ ცენტრალურ ტერმინად იქცა კულტუროლოგიურ დისკურსთა უმეტესობაში. საკვლევი თემა ჩვენს დროში კიდევ უფრო აქტუალურია, ვინაიდან ღირებულებათა გაუფასურებისას განსაკუთრებით რთულდება თვითიდენტობის მოპოვებისა და შენარჩუნების პროცესი. აქედან გამომდინარე, პერსონაჟთა მაგალითზე განხილვა იმისა, თუ რა შეიძლება მოგვევლინოს ხელისშემშლელ ფაქტორებად ამ გზაზე და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა, ძალზე საინტერესოა. ოთარ ჭილაძის შემოქმედება ამ ასპექტით აქამდეც იყო გამოკვლეული, თუმცა ნაშრომში შევეცადეთ, სხვა კუთხით შეგვეხედა პერსონაჟებისათვის და გამოგვევლინა ახალი გარემოებები, რომლებმაც გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინა მათი თვითიდენტობის მოპოვების გზაზე.

ნაშრომის ძირითად სიახლე არის ის, რომ პირველადაა წარმოდგენილი გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველის“ კვლევა თვითიდენტობის პრობლემის თვალსაზრისით. ოთარ ჭილაძის რომანში ყურადღება გამახვილებულია სიზმრებზე, კომპლექსებზე, როლის თეორიასა და პერსონაჟთა რელიგიასთან მიმართებაზე. რაც შეეხება გურამ დოჩანაშვილის რომანს, აქ განხილულია მთავარი პერსონაჟის, დომენიკოსა და მისი ძმის, გვეგვეს, როგორც დადებითად და უარყოფითად განვითარებული თვითიდენტობის სახეები. ყურადღება გამახვილებულია თითქმის ყველა ცენტრალურ თუ

Full text: PDF, 63 pages. The full text is available in Georgian. Open the paper

Read more

Contact

Please, contact us (to collaborate) / [email protected]       Nikoloz Nadirashvili / Research Projects Manager at Propaganda.network

About Project

At present, “The Database of Academic Writings” is aimed at systematizing scientific legacy within art history and theory and related academic disciplines, such as: arts management and administration, culture studies, culture/arts sociology, philosophy, cultural anthropology, etc.; it promotes scientific achievements of the national researchers in Georgia and beyond. In the long run the platform serves to ensure proper intellectual development on the national level. Writings represent intellectual property of individual researchers developed in partnership with research and educational institutions.

Therefore, platform collects Master and PhD theses, monographs and other types of academic writings developed in partnership with research institutions; also, articles published in peer-reviewed journals and conference proceedings.

The Project is the extension of „Contemporary Art Archive – Tbilisi“ and is supported by International Education Center Alumni Association.

The archive was restored in 2026. Abstracts and full texts are being added gradually.