Close
Share
Ilia State University repository
Christian Liturgical Music in XIX- XXI centuries in Tbilisi
Nino Naneishvili_2020Abstract
Abstract taken from the PDF of the thesis (page 4); source: Ilia State University repository. (in Georgian)სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება თბილისის (საქართველო) ქრისტიანული საღვთისმსახურო მუსიკის შესწავლას XIX-XXI საუკუნეებში. მასში წარმოჩენილია დომინანტური რელიგიის — მართლმადიდებლობის და რამდენიმე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართულენოვანი რელიგიური უმცირესობის (კათოლიკების, ევანგელისტ-ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, იეჰოვას მოწმეების) საღვთისმსახურო რეპერტუარისა და შემსრულებლობის ძირითადი მახასიათებლები; მხატვრულ‐ესთეტიკური ღირებულების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და მათი ურთიერთმიმართება; აღნიშნული საკითხები განხილულია ისტორიულ ჭრილსა და თანამედროვეობაში. საყურადღებოა, რომ ამ თვალსაზრისით მიზანმიმართული ეთნომუსიკოლოგიური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ნაშრომი ინტერდისციპლინური ხასიათისაა — მასში კვლევის ორი ძირითადი მიმართულება და შესაბამისი მეთოდოლოგიებია შერწყმული: მუსიკოლოგიური და ანთროპოლოგიური.
სამეცნიერო ლიტერატურისა და არსებული ინფორმაციის დამუშავების გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პირადი, ჩართული დაკვირვების შედეგად შეკრებილ მასალას. კვლევის საფუძველზე გამოვლინდა ქართული მართლმადიდებლური (საკომპოზიტორო და საავტორო), კათოლიკური, ევანგელისტ-ბაპტისტური, ორმოცდაათიანელთა და იეჰოვას მოწმეების მსახურების მუსიცირების ტიპები, საკომპოზიციო თავისებურებები, საშემსრულებლო ფორმები და სტილი. ეროვნულ
Full text available at: Ilia State University repository. Open the paper