Archive of Academic Writings

Join us on

facebook

large view
small view

Close

Share

Paper

The conservation of Mgvimevi Monastery iconostasis

Irakli Vartagava_2012

Abstract

Abstract taken from the full text of the paper (PDF, page 2). (in Georgian)

სამაგისტრო ნაშრომის პირველი ნაწილი ეხება მღვიმევის დედათა მონასტრის მთავარი ტაძარის, კანკელის დეტალების (აღსავლის კარის მარჯვენა ფრთა, კარის თავსართი, წმ. პეტრეს ხატი) კვლევას და კონსერვაციას. აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს იმ პროექტის მე-3 ეტაპს, რომელსაც აწარმოებს თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი 2010 წლიდან. საკონსერვაციო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ტაძრის კანკელის კვლევა: გამოყენებული მასალების და შესრულების ტექნიკის დადგენა. მღვიმევის მონასტრის შესახებ პირველ ცნობას გვაწვდის ვახუშტი თავის გეოგრაფიაში, იგი წერს: „ყვირილის ჩრდილო კერძ კიდეზედ, არს მღვიმე, კლდე დიდი გამოკვეთილი, და მას შინა მონასტერი უგუნბათო, წითლის ბრძწყინვალის ქვით შენი, კახაბერ რაჭის ერისთავისაგან აშენებული.

ქვაბსა შინა ადის წყარო დიდი და კეთილი. უზის არქიმანდრიტი“1. ვახუშტის შემდეგ ძეგლი დეტალურად შეისწავლეს და აღწერეს შვეიცარიელმა მოგზაურმა და მეცნიერმა დუბუAდე მონპერემ, შემდგომ მარი ბროსემ. მონასტერს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნეს გ. წერეთელმა და დ. ბაქრაძემ; და ბოლოს მონასტრის სრული აღწერა–დახასიათება და გამოკვლევა მოგვცა ხელოვნებათმცოდნე ი. გომელაურმა.2 მღვიმევის მთავარი სამონასტრო ტაძარი(XIIIს.) ორნავიანი ბაზილიკაა, ეკლესია მაცხოვრის სახელობისაა. ნაგებობის ჭერს ნახევრად ბუნებრივი გამოქვაბული ქმნის. კედლები მოპირკეთებულია მოყვითალო, თბილი ფერის გათლილი ქვით, ფასადები ჩუქურთმებითა და დეკორატიული თაღებითაა შემკული. ფერესკულ მხატვრობაში ვხედავთ, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლის და ძმის, ნიანია კახაბერისძის საქტიტორო გამოსახულებებს.

ხელოვნების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს მღვიმევის მონასტრის მთავარი ტაძრის დასავლეთი მხრის, ხალხში ვაზის კარებად ცნობილი კარი, რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია ექსპონირებული. ამავე მუზეუმს ამშვენებენ მღვიმევის მონასტრის ეკლესიიდან გადატანილი ჭედური ხატები. მნახველთა და მკვლევართა ინტერესს იწვევს ეკლესიაში არსებული ხის კანკელი, რომელიც ჩვენი კვლევის და კონსერვაციის საგანს წარმოადგენს.

Full text: PDF, 69 pages. The full text is available in Georgian. Open the paper

Read more

Contact

Please, contact us (to collaborate) / [email protected]       Nikoloz Nadirashvili / Research Projects Manager at Propaganda.network

About Project

At present, “The Database of Academic Writings” is aimed at systematizing scientific legacy within art history and theory and related academic disciplines, such as: arts management and administration, culture studies, culture/arts sociology, philosophy, cultural anthropology, etc.; it promotes scientific achievements of the national researchers in Georgia and beyond. In the long run the platform serves to ensure proper intellectual development on the national level. Writings represent intellectual property of individual researchers developed in partnership with research and educational institutions.

Therefore, platform collects Master and PhD theses, monographs and other types of academic writings developed in partnership with research institutions; also, articles published in peer-reviewed journals and conference proceedings.

The Project is the extension of „Contemporary Art Archive – Tbilisi“ and is supported by International Education Center Alumni Association.

The archive was restored in 2026. Abstracts and full texts are being added gradually.