Close
Share
Paper
Artistic and Creative Aspects of a TV Commercials (word, music and color in a TV commercial structure)
Vladimer Tatishvili_2013Abstract
Abstract taken from the full text of the paper (PDF, page 152). (in Georgian)სატელევიზიო რეკლამაში, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი უკავია ვიზუალს, ხოლო სიტყვიერი მიმართვა მხედველობით აღქმული კადრების გაშიფვრას წარმოადგენს. სიტყვიერი მესიჯი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მთლიანი სარეკლამო რგოლის ადეკვატურად აღქმას მომხმარებელში. იგი უმარტივებს მაყურებელს (იგულისხმება ყველა დონისა თუ ინტელექტის მქონე პირი) მიწოდებულ ინოფრმაციას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სარეკლამო სიტყვიერი ინფორმაციისათვის გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს: 1. ტექსტის სემანტიკას (რას ვთავაზობთ მომხმარებელს); 2. ნათქვამის ფორმას (შინაარსის მხატვრულად გაფორმებას); 3. მყიდველის დარწმუნებას (რომ იგი არ შეცდება, არ ინანებს, თუ ამ პროდუქციას შეიძენს); 4.
აქტუალურობას (რამდენად სასურველი და საჭიროა შემოთავაზებული პროდუქცია საზოგადოებისათვის); 5. ლაკონიურობას (ვრცელმა ინფორმაციამ არ უნდა დაღალოს მაყურებელი); 6. ყველასათვის მისაწვდომობას, ნათქვამის სიმარტივეს (თუ მომხმარებელი კარგად ვერ გაარკვევს, რას ეუბნებიან, ბუნებრივია, ამ პროდუქტს არ იყიდის). სიტყვას დიდი ძალა აქვს. მას ძალუძს ადამიანის გახარებაც, გაბედნიერებაც და სურვილის (შემოთავაზებული პროდუქციის შეძენის) გამოწვევაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“ (რუსთაველი). სიყვარულით მიწოდებული ინფორმაცია კი ყველაზე დიდი რეკლამაა. სიყვარულს ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მას ყველა გრძნობს.
Full text: PDF, 207 pages. The full text is available in Georgian. Open the paper