Close
Share
Paper
Supra in the Georgian Contemporary Visual Arts
Nikoloz Nadirashvili_2014Abstract
Abstract taken from the full text of the paper (PDF, page 74). (in Georgian)წინამდებარე ნაშრომში თავმოყრილია სუფრის თემის მოპასუხე თეორიული მოსაზრებები და მათ ფონზე უახლესი ქართული ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშია განხილული. ქართველი მკვლევარების თეორიული ნამუშევრები, როგორებიც არიან: ლ. ბრეგაძე, გ. ნიჟარაძე, ე. ჯგერენაია, გ. ნოდია, ა. ყულიჯანიშვილი, გ. თევზაძე და საერთაშორისო მკვლევარები: ფ. მულფრიდი, ი. ალტმანი, კ. ტუიტი და ა.შ. ამასთანავე, ა. ქევხიშვილის სამაგისტრო ნაშრომი და ისტორიული ცნობები ქართული სუფრის შესახებ ცხადყოფს, რომ სუფრის კვლევა ერთ-ერთი მექანიზმია, რითიც შეიძლება ქართული სოციუმის გარკვეული სეგმენტის ქცევით-კულტურულ ნორმებზე საუბარი. მკვლევარები კულტურის ამ ელემენტის მიმართ ძირითადად ნეგატიური კრიტიკით გამოირჩევიან.
ისინი, სუფრას ანტი-გლობალისტურ ფენომენად აღიქვამენ; მათი მოსაზრებების შეჯამებით აშკარა ხდება, რომ სუფრაზე წარმოჩინდება ისეთი საკითხები, როგორიც არის პოსტტოტალიტარული ქვეყნისათვის დამახასიათებელი კონტექსტი: გენდერის პრობლემები (სუსტი სქესის ფენომენი), ტრადიციულის და საბჭოურის სიმბიოზის არაჯანსაღი მდგომარეობა, ურთიერთობების პატრიარქალურ-ავტორიტეტული მოდელი და ა.შ.
Full text: PDF, 94 pages. The full text is available in Georgian. Open the paper