აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

თამარ მელიქიშვილის შემოქმედების მხატვრულ-სტილისტური თავისებურებები (თანამედროვე ქართული მხატვრობის რამდენიმე ძირითადი ტენდენცია)

ვერიკო გოცირიძე_2017

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 76).

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ განვიხილეთ XX საუკუნის 1990-2000-იან წლებში და დღესდღეობითაც აქტიურად მოღვაწე ქართველი მხატვრის - თამარ მელიქიშვილის რელიგიურ თემატიკაზე და ასევე სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები და ამ პერიოდში მოღვაწე მხატვრებთან შედარებისას გამოვკვეთეთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ძირითადი ტენდენციები. თ.მელიქიშვილის ფერწერული ნამუშევრები გარკვეული ქრონოლოგიური თვალსაზრისით დავაჯგუფეთ და მათში ერთგვარი ევოლუციაც დავინახეთ; გამოვყავით გარკვეული ეტაპები და აღმოვაჩინეთ, რომ ნაწარმოებები დროის მიხედვით გარკვეულ ცვლილებას განიცდიან. მათში მკაფიოდ იკითხება ფერწერულ თუ სტილისტურ ძიებათა პროცესი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხატვრის ხელწერა და მთელი მისი შემოქმედება მკაფიო მხატვრულ-ესთეტური მთლიანობით ხასიათდება.

ნამუშევრების მხატვრულ-სტილისტური ანალიზით გამოიკვეთა, რომ კომპოზიციის გადაწყვეტის ლაკონიურობა და მხატვრული სახის ესთეტიზირება, პირობითი სამეტყველო ენა, ნიშან-სიმბოლოებით სათქმელის გადმოცემა, ფერის განსაკუთრებული დატვირთვა, გრაფიკისა და ფერწერის სინთეზი მისი მხატვრობის სახასიათო ნიშნებია. სურათის კომპოზიციურ წყობაში განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ტონალურ გამას, რომელშიც სჭარბობს ლურჯი, მოცისფრო, ლაჟვარდისფერი, მოვარდისფრო ტონები. ნამუშევრებში აშკარად ჩანს, რომ მხატვარი დაოსტატებულია ფერწერაში და ჩამოაყალიბა საკუთარი მხატვრული სისტემა. 1990-2000-იან წლებში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრების განხილვისას იკვეთება ის ტენდენციები, რომლებიც ამ თაობის შემოქმედთა გარკვეული ნაწილისათვის საერთოა და მხატვართა განსხვავებული ხელწერის მიუხედავად, ამ პერიოდის მხატვრობის საერთო სურათს ქმნის.

სრული ტექსტი: PDF, 99 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.