დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
სარა კეინი და თანამედროვე ბრიტანელ ქალთა დრამატურგია
ანა კვინიკაძე_2018აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 4).დრამატურგი სარა კეინი 1990-იანი წლების ბრიტანულ მწერლობაში როგორც ახალი ხმა ისე გაისმა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე თეატრის განვითარებაზე არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მსოფლიოში. წინამდებარე ნაშრომიც სარა კეინის შემოქმედებასა და თანამედროვე ბრიტანელ ქალთა დრამატურგიას ეხება, რომლის შესახებ საქართველოში ბევრი არაფერი დაწერილა, რამდენიმე სპექტაკლის რეცენზიას თუ არ ჩავთვლით, ქართულ თეატრში კეინის პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე რომ დაიწერა. ნაშრომში მოკლედ მიმოხილულია ქალი დრამატურგების ადგილი და ბედი თეატრის ისტორიაში, თუ რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ მათ იმ უფლებებისთვის რაც დღეს აქვთ, 21-ე საუკუნეში, აგრეთვე განხილულია 90-იანი წლების ბრიტანული თეატრი და ის პროცესები რაც იმ დროს ბრიტანულ თეატრსა და დრამაში მიდიოდა.
უმთავრესად კი ნაშრომი სარა კენის შემოქმედებას ეხება /მისი შემოქმედების მნიშვნელობას მსოფლიო თეატრის კონტექსტში/, მის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას, რამაც ერთგვარად განსაზღვრა მისი ბედისწერა.
სრული ტექსტი: PDF, 53 გვერდი. ნაშრომის გახსნა
ამ ნაშრომის აბსტრაქტი და სრული ტექსტი ხელმისაწვდომია OpenScience.ge-ზე: openscience.ge/handle/1/8343