აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

ფარდობითი დეპრივაცია და ფერადი რევოლუციები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

ნინო მაჩურიშვილი_2018

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

სადოქტორო ნაშრომი პოსტ - საბჭოთა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების შესახებ კვლევების ნაწილია და მოწოდებულია შეაფასოს ფაქტორები, რომლებსაც გავლენა გააჩნდათ საზოგადოების გადაწყვეტილებებზე წინარევოლუციურ პერიოდში საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. კვლევის მიზანია განიხილოს პოლიტიკური და მატერიალური დეპრივაცია როგორც სოციალური პროტესტის საფუძველი საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციის წინა პერიოდში, ფარდობითი დეპრივაციის თეორიული ჩარჩოს ფარგლებში, ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე, ჯინის ინდექსსა და მატერიალურ დეპრივაციას შორის კავშირის გათვალისწინებით. კვლევა ემყარება თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიას, საბაზისო მეთოდოლოგიურ მიდგომას წარმოადგენს შემთხვევის ანალიზი (ცასე სტუდყ).

ნაშრომში განხილულია ანონიმური ჩაღრმავებული ინტერვიუები, რომლებიც შეგროვებულია პროექციული ტექნიკის გამოყენებით, რესპონდენტები გაერთიანებულნი არიან ოთხ ჯგუფში, ფერადი რევოლუციებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიმართ მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე, განხილულია სამეცნიერო წყაროები და რაოდენობრივი მონაცემები. გარდა სამი დამოუკიდებელი შემთხვევის ანალიზისა (იგულისხმება საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი), კვლევის შედეგების სანდოობის გაზრდისა და დასკვნების განზოგადების მიზნით, აღწერილია სერბეთის შემთხვევა და 90 - იან წლებში სამოქალაქო პროტესტი აღმოსავლეთ ევროპის სხვა პოსტ - კომუნისტურ ქვეყნებში. ძირითადი საკვლევი ჰიპოთეზის გადამოწმებასთან ერთად, ნაშრომი მოიცავს ალტერნატიული ჰიპოთეზების გადამოწმებასაც.

ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზი ადასტურებს სოციალურ ჯგუფებს შორის პოლიტიკური დეპრივაციის არსებობას. გასათვალისწინებელია, რომ მატერიალური დეპრივაციის ჯინის ინდექსით შეფასება მეტად გაზომვადი გზაა არსებულ მიდგომებთან შედარებით ფერადი რევოლუციების მიზეზების ასახსნელად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წინარევოლუციურ პერიოდში ჯინის ინდექსის

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.