დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
ქართული ნაციონალური დისკურსის ფორმირება: საქართველოსა და რუსეთის იმპერიის მარკირების მოდელები და ქართული ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში
ცირა კილანავა_2013აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილია მე-18 ს.-ის დასასრულისა და მე-19 ს.-ის ქართველ კლასიკოს მწერალთა შემოქმედებაში ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობის ასახვის ისტორია. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში თავისუფლებაწართმეული საქართველო ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, ქართულ ლიტერატურაში ნაციონალური ავტოპორტრეტი მტრის ხატთან დაპირისპირების ფონზე ფორმირდებოდა. მკაცრი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ნაციონალურ დისკურსში ჩამოყალიბდა საქართველოსა და რუსეთის მარკერთა სისტემა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ნორმატიული ცოდნის შექმნა და ახალ წესრიგში სწორი ორიენტირების განსაზღვრა. წარმოდგენილ ნაშრომში იდენტიფიცირებული და კლასიფიცირებულია სხვადასხვა ტიპის მარკერი, რომელთა საშუალებითაც ქართულმა ლიტერატურამ, როგორც კოლექტიური მეხსიერების მედიამ, ნაციონალური იდენტობის დაცვაშენარჩუნების საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
კვლევა წარმართულია შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობის დარგის, იმაგოლოგიის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, ნაციონალური იდენტობის კვლევების თეორიული მიდგომების გათვალისწინებით. კვლევის შედეგად გამოვლენილია როგორც უცვლელი, ისე მოდიფიცირებული თუ ორიგინალური მარკერები, რომლებიც, აქტუალიზების შედეგად, სტერეოტიპებად ჩამოყალიბდა; დადგენილია პრეკოლონიურ-კოლონიური პერიოდების ქართული ნაციონალური დისკურსის განმსაზღვრელი ლექსიკური ფონდი. დანართში, ცხრილების სახით წარმოდგენილი მასალა თვალსაჩინოს ხდის აღნიშნული პერიოდის ქართულ მწერლობაში ნაციონალური დისკურსის ფორმირების არაერთ მხატვრულ საშუალებას. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ინფორმაციაა კულტურის კვლევებით, იდენტობის პრობლემებითა და საკუთრივ ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართათვის.
ძირითადი საძიებო სიტყვები: ნაციონალური დისკურსი, იდენტობა, მარკერი, სტერეოტიპი, ნაციონალური ავტო- და ჰეტეროხატები, გახსენება
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა