აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

სიცილის ფუნქცია ქართულ პროზაში (დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“; პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“; ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“)

მაია ბურდიაშვილი_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 1).

სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია ქართულ სატირულ-იუმორისტულ ნარატივში სხვადასხვაგვარი სიცილის გამოყოფა, მისი ფუნქციისა და ესთეტიკური ღირებულებების აღნიშვნა. შევეცადეთ გამოგვეყო სხვადასხვა ავტორთან გამოვლენილი სიცილის თავისებურება, რომელიც მათ შემოქმედებით ნიჭზე და ეპოქალურ გამოწვევებზეა დამოკიდებული. სიცილს იმდენად დიდი როლი აქვს ადამიანთა ცხოვრებაში, რომ მხატვრული ნარატივის მთელი რიგი ჟანრები აგებულია მისი ესთეტიკური ზეგავლენით და წარმატებით იცვლება მისი ბუნება და ფუნქციები ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე. რასაც ადასტურებს როგორც მდიდარი მხატვრული ლიტერატურა, აგრეთვე მისი ბუნებისა და თავისებურებების ძიება ფილოსოფოსთა თუ კიდევ სხვადასხვა სპეციალისტების მხრიდან.

ზემოაღნიშნულს ადასტურებს საკვლევ მასალად აღებული მხატვრული ტექსტები: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“; პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“; ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია ილიკო და ილარიონი“; სამივე ნაწარმოებში გამოვლინდა სხვადასხვაგავარი სიცილი და შესაბამისად განსხვავებული კომიკური ხერხები გამოიყენა თითოეულმა ავტორმა. კვლევა ეფუძნება სიცილისა და კომიკურობის შესახებ ჩამოყალიბებულ თეორიებს, შემდეგ ავტორების მხრიდან: ზიგმუნდ ფროიდი, ანრი ბერგსოონი, ვლადიმერ პროპი, მიხეილ ბახტინი და სხვ. სტრუქტურული თვალსაზრისით ნაშრომი ოთხი თავისაგან შედგება: 1. სიცილის ესთეტიკური ბუნების თეორიულ-ისტორიული მიმოხილვა; 2. ცრემლნარევი სიცილის ესთეტიკა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“; 3.

კარნავალური სიცილი პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერში“; 4. სიცილის პირველსაწყისი ბუნების დაბრუნება ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“;

სრული ტექსტი: PDF, 90 გვერდი. ნაშრომის გახსნა

ამ ნაშრომის აბსტრაქტი და სრული ტექსტი ხელმისაწვდომია OpenScience.ge-ზე: openscience.ge/handle/1/642

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.