დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
თვითიდენტობის პრობლემა გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველსა“ და ოთარ ჭილაძის ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმანში“ (კომპარატივისტული ანალიზი)
სალომე თიღილაური_2020აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).ნაშრომი შეეხება თვითიდენტობის პრობლემას გურამ დოჩანაშვილის და ოთარ ჭილაძის რომანებში: ,,სამოსელი პირველი“ და „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. ყურადღება გავამახვილეთ როგორც მთავარ, ასევე მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე, ცალ-ცალკეა წარმოდგენილი ჩვენთვის საინტერესო მოქმედ პირთა წყვილები: ალექსანდრე – დომენიკო და ქაიხოსრო – გვეგვე. პირველი პოზიტიურად განვითარებული თვითიდენტობის მაგალითია, ხოლო მეორე წყვილთან, იდენტიფიკაციის კრიზისი ვლინდება. კვლევის მეთოდად გამოყენებულია კომპარატივისტული ანალიზი, კერძოდ ყურადღება გამახვილებულია ტექსტთა თემატურ (თემა, სიუჟეტი, მოტივი) მიმართებებზე. ჩვენი მიზანია, იდენტობის თეორიების, განსაკუთრებით, ერიკ ერიკსონის ,,იდენტობის თეორიის“ მიხედვით გავაანალიზოთ აღნიშნულ პერსონაჟთა განვლილი გზა და ის, თუ რა მოვლენებმა განაპირობა მათი ხასიათის ამ სახით ჩამოყალიბება, რა იწვევს იმას, რომ მხოლოდ ერთი წყვილი ახერხებს თვითიდენტობის მოპოვებას, მეორე კი – ვერა.
აღნიშნული პრობლემით სამეცნიერო წრე განსაკუთრებით XX საუკუნიდან დაინტერესდა. იდენტობის ცნება კი 1960-იანი წლებიდან ერთ-ერთ ცენტრალურ ტერმინად იქცა კულტუროლოგიურ დისკურსთა უმეტესობაში. საკვლევი თემა ჩვენს დროში კიდევ უფრო აქტუალურია, ვინაიდან ღირებულებათა გაუფასურებისას განსაკუთრებით რთულდება თვითიდენტობის მოპოვებისა და შენარჩუნების პროცესი. აქედან გამომდინარე, პერსონაჟთა მაგალითზე განხილვა იმისა, თუ რა შეიძლება მოგვევლინოს ხელისშემშლელ ფაქტორებად ამ გზაზე და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა, ძალზე საინტერესოა. ოთარ ჭილაძის შემოქმედება ამ ასპექტით აქამდეც იყო გამოკვლეული, თუმცა ნაშრომში შევეცადეთ, სხვა კუთხით შეგვეხედა პერსონაჟებისათვის და გამოგვევლინა ახალი გარემოებები, რომლებმაც გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინა მათი თვითიდენტობის მოპოვების გზაზე.
ნაშრომის ძირითად სიახლე არის ის, რომ პირველადაა წარმოდგენილი გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველის“ კვლევა თვითიდენტობის პრობლემის თვალსაზრისით. ოთარ ჭილაძის რომანში ყურადღება გამახვილებულია სიზმრებზე, კომპლექსებზე, როლის თეორიასა და პერსონაჟთა რელიგიასთან მიმართებაზე. რაც შეეხება გურამ დოჩანაშვილის რომანს, აქ განხილულია მთავარი პერსონაჟის, დომენიკოსა და მისი ძმის, გვეგვეს, როგორც დადებითად და უარყოფითად განვითარებული თვითიდენტობის სახეები. ყურადღება გამახვილებულია თითქმის ყველა ცენტრალურ თუ
სრული ტექსტი: PDF, 63 გვერდი. ნაშრომის გახსნა