აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

სასკოლო-საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მუზეუმებში

თინათინ ივანიშვილი_2018

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 69).

XX საუკუნის მეორე ნახევარში მუზეუმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათი საქმიანობა საჭიროებდა ისეთ ცვლილებებს, რაც ხელს შეუწყობდა მუზეუმის სოციალური აქტივობის გაზრდას. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მუზეუმები ზრუნავენ კიდევ უფრო მეტად გააფართოონ და განავითარონ საზოგადოებაზე/დამთვალიერებლებზე ორიენტირებული პროგრამები (დოპ), რაც დღეს სამუზეუმო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს. საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა ხელს უწყობს მუზეუმს, იქცეს არაფორმალურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც საზოგადოებას საშუალება ეძლევა არა მხოლოდ დაათვალიეროს მუზეუმის კოლექციები, არამედ შეისწავლოს მათი ისტორია, კულტურა, აღიქვას მათი მრავალმნიშვნელოვნება კოლექციების ინტერპრეტაციის მეშვეობით და ა.

შ. როგორც წესი, თანამედროვე მუზეუმებში საზოგადოებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეები, რადგან სტატისტიკის თანახმად, მუზეუმის ვიზიტიორთა უდიდეს ნაწილს სწორედ ისინი შეადგენენ. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანამედროვე მუზეუმები ორიენტირებულნი არიან, თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამები დაუკავშირონ სწორედ სასკოლო განათლებას, ხოლო სასკოლო სისტემასთან თანამშრომლობით, უფრო განიმტკიცონ თავიანთი, როგორც არაფორმალური განათლების ფუნქციის მქონე დაწესებულების როლი. დღეისათვის, საქართველოს არაერთი მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და სხვ.) საკმაო წარმატებით ახორციელებს გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა, სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგია და მისი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისადაგების პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ფაქტობრივად არ არსებობს.

მაშინ, როცა საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროგრამები უშუალოდ უკავშირდებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას, შეესაბამებოდეს მის სტანდარტებს და კრიტერიუმებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების ათვისებას. ჩვენი მიზანია სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის, პრინციპებისა და მიმართულებების სამეცნიერო კვლევისა და კულტუროლოგიური ანალიზის საფუძველზე შევიმუშაოთ სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების მოდელი და მეთოდოლოგიური

სრული ტექსტი: PDF, 82 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.