აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

ნიკო ნიკოლაძის სარედაქტორო მოღვაწეობა

ნინო ჭიკაიძე_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).

ნიკო ნიკოლაძე XIX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე იყო. მან ღრმა და საფუძვლიანი განათლება მიიღო, წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთსა და ევროპაში. ასაკის მიუხედავად, ის საუკეთესოდ იყო მომზადებული საზოგადო მოღვაწეობისათვის. ნიკო ნიკოლაძემ შესანიშნავად იცოდა, რა მძლავრი ირაღი იყო ინტელიგენციის ხელში პრესა და პერიოდული გამოცემები, ამიტომ თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას მოახმარა, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა, ერთი მხრივ, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, მეორე მხრივ კი - ქართული საზოგადოების გონებრივი თვალსაწიერის გაფართოების საქმეში. ნიკო ნიკოლაძის შესახებ არაერთი მონოგრაფია თუ გამოკვლევაა დაწერილი, თუმცა ცალკე კვლევის საგნად არავის უქცევია, თუ რა ტიპის მხატვრულ ტექსტებს ბეჭდავდა იგი „დროებასა“ და „კრებულში“; რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა გამოსაქვეყნებელი მასალის შერჩევისას, რომელ ავტორებსა თუ ჟანრებს ანიჭებდა უპირატესობას და რატომ.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება ნიკო ნიკოლაძის სარედაქტორო მოღვაწეობას. გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „კრებულზე“ დაკვირვებით შევეცადეთ გამოგვეკვეთა ნიკო ნიკოლაძის სარედაქციო პოლიტიკა; გამოგვევლინა მისი პრიორიტეტები, მუდმივი თანამშრომლები; ასევე, გვსურდა დაკვირვებოდით, თუ რა გამოწვევების წინაშე დგებოდა ის, როგორც რედაქტორი და რა სტრატეგიას ირჩევდა პრობლემების მოსაგვარებლად.

სრული ტექსტი: PDF, 99 გვერდი. ნაშრომის გახსნა

ამ ნაშრომის აბსტრაქტი და სრული ტექსტი ხელმისაწვდომია OpenScience.ge-ზე: openscience.ge/handle/1/646

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.