დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
გიორგი წერეთლის სარედაქციო პოლიტიკა გაზეთ „დროებაში“
ნათია ხუცურაული_2019აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 3).გაზეთმა „დროებამ“, რომელიც 1866-1885 წლებში გამოდიოდა, XIX ს.-ის მეორე ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. იგი ჩვენში პირველ ევროპული ტიპის გამოცემადაა აღიარებული. არსებობის მანძილზე „დროებამ“ რამდენიმე რედაქტორი გამოიცვალა, თუმცა ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს გაზეთის პირველი რედაქტორი, გიორგი წერეთელი იწვევს, რომელმაც განსაზღვრა როგორც გაზეთის მიმართულება და ხასიათი, ისე - მისი სტრუქტურა. არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი, რომელთა ავტორები ქართული ჟურნალისტიკის განვითარების კონტექსტში განიხილავენ გაზეთ „დროებას“ და მსჯელობენ მისი რედაქტორებისა და, კერძოდ, გიორგი წერეთლის შესახებ, მაგრამ ცალკე შესწავლის საგანი მისი სარედაქციო პოლიტიკა არ გამხდარა.
ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია გამოარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამებოდა გაზეთი ევროპულ სტანდარტს და რით განსხვავდებოდა ის „დროების“ წინამორბედი გამოცემებისაგან. ჩვენ შევისწავლეთ „დროების“ 1866 წლის 4(16) მარტიდან 1869 წლის 10 (22) აპრილამდე გამოსული ყველა ნომერი; დავაკვირდით, როგორია გაზეთის სტრუქტურა და ფინანსური პოლიტიკა გიორგი წერეთლის რედაქტორობის პერიოდში; რა დამოკიდებულება აქვს გიორგი წერეთელს როგორც რედაქტორს მხატვრული ლიტერატურის მიმართ, რომელი ავტორების რომელი ტექსტები იბეჭდება „დროებაში“, რითაა განპირობებული რედაქტორის არჩევანი და ა. შ. შევქმენით ე.წ. სიხშირის ცხრილი და დიაგრამები, რომელთა ანალიზმა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა.
სრული ტექსტი: PDF, 213 გვერდი. ნაშრომის გახსნა
ამ ნაშრომის აბსტრაქტი და სრული ტექსტი ხელმისაწვდომია OpenScience.ge-ზე: openscience.ge/handle/1/651