აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

სერგეი მესხი და გაზეთი „დროება“

ნინო მჭედლიძე_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).

აღიარებული ფაქტია, რომ გაზეთმა „დროებამ“ XIX ს. 70-იან წლების საზოგადოებრივ ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. თავისი არსებობის მანძილზე „დროებამ“ რამდენიმე რედაქტორი გამოიცვალა, მაგრამ მათ შორის გამორჩეული პატივის მიგების ღირსი მაინც სერგეი მესხია, რომელმაც წარმოუდგენელი ღვაწლი დასდო გაზეთს. არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი, რომელთა ავტორები ქართული ჟურნალისტიკის განვითარების კონტექსტში განიხილავენ გაზეთ „დროებას“ და მსჯელობენ მისი რედაქტორების შესახებ; გარდა ამისა, არსებობს იოსებ ბოცვაძის ვრცელი მონოგრაფია „სერგეი მესხი“, მაგრამ ცალკე შესწავლის საგანი სერგეი მესხის რედაქტორული საქმიანობა და, კერძოდ, მისი პოზიცია გაზეთში მხატვრული ლიტერატურის ფუნქციისა და დანიშნულების შესახებ, ჯერ არ გამხდარა.

ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა, რაში მდგომარეობდა სერგეი მესხის, როგორც რედაქტორის ნოვატორობა. დავკვირვებოდით, როგორია გაზეთის სტრუქტურა მისი რედაქტორობის პერიოდში, როგორია ფინანსური პოლიტიკა; ვინ არიან „დროების საყრდენი თანამშრომლები და ე.წ. მუდმივი ავტორები; რა დამოკიდებულება აქვს სერგეი მესხს, როგორც რედაქტორს მხატვრული ლიტერატურის მიმართ, რომელი ავტორების რომელი ტექსტები იბეჭდება „დროებაში“, რითაა განპირობებული რედაქტორის არჩევანი და ა. შ.

სრული ტექსტი: PDF, 72 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.