აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

ნიღბისეული დისკურსი ქართულ მოდერნისტულ პროზაში (ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებების მიხედვით)

ნინო გიორგობიანი_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).

სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ალექსანდრე ცირეკიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და ლეო ქიაჩელის თხზულებები. კვლევის მთავარი ამოცანა ქართულ მოდერნისტულ პროზაში სინამდვილის ნიღბისეული გააზრების ოთხი განსხვავებული კონცეფციის ჩვენებაა. თითოეული კონცეფცია სამყაროს არსის ინდივიდუალური აღქმის ცდას წარმოადგენს, თუმცა, მათ რეალობა/ირეალობის დაპირისპირების საერთო მოდერნისტული ტენდენცია აერთიანებს. საკვლევად შერჩეულ ტექსტებში ნიღბისეული დისკურსის გამოსაკვეთად გამოვყოფთ მოდერნისტული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ რამდენიმე თავისებურებას, ყურადღებას ვამახვილებთ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ, რეალურისა და წარმოსახულის დიქოტომიაზე. თითოეული საანალიზო ტექსტის მაგალითზე წარმოვაჩენთ სინამდვილი აღქმის ვარიაციებს, რაც კიდევ ერთი თვალსაზრისით ავლენს ქართული პროზის მრავალფეროვნებას.

კვლევის მიზნის შესაბამისად ნაშრომში ვიყენებთ: ზიგმუნდ ფროიდის, მიხეილ ბახტინის, რემი დე გურმონის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და სხვათა თეორიულ შეხედულებებს, ასევე საანალიზო ტექსტების ავტორთა ესეებს. სამაგისტრო თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ნაშრომში გაანალიზებული საკითხი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საუძვლიანად არ არის შესწავლილი. კვლევის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს ნიღბისეული დისკურსის, რეალობის ნიღბისეული აღქმის საკითხის გამოკვეთა და გაანალიზება ქართული მოდერნისტული პროზის რამდენიმე ნიმუშის მიხედვით, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი არ არსებობს განყენებულად, გადაიკვეთება მოდერნულ კონტექსტთან, ასევე ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ეთიკურ კონცეფციებთან.

შევეცადეთ საკვლევად შერჩეული ტექსტების ავტორთა განსხვავებული დამოკიდებულებანი შეგვედარებინა ერთანეთისათვის, დაგვეკავშირებინა და ხედვის ერთიან პრიზმაში მოგვექცია.

სრული ტექსტი: PDF, 54 გვერდი. ნაშრომის გახსნა

ამ ნაშრომის აბსტრაქტი და სრული ტექსტი ხელმისაწვდომია OpenScience.ge-ზე: openscience.ge/handle/1/648

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.