აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიები იმერეთში

გვანცა ვაშაკიძე_2020

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 68).

ნაშრომი ეხება გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ნაგებობებს იმერეთში. აქ თავმოყრილი და განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთნავიანი ტიპის ეკლესიები ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებმდე. ასევე, სქოლიოთა სახით მოცემულია მაქსიმალური ისტორიული ცნობა თუ ინფორმაცია, იმ პირთა შესახებ, რომლებმაც გარკვეული როლი ითამაშა, ნაგებობების აღმშენებლობის, გადაკეთების თუ შეკეთების თვალსაზრისით. ნაშრომში ძირითად ტექსტთან ერთად, დანართის სახით წარმოდგენილია იმერეთის ტერიტორიაზე არსებული რამოდენიმე დარბაზული ტიპის ეკლესია, რომლებიც, ვფიქრობ ცალკე შესწავლას იმსახურებს, როგორც არქიტექტურული ასევე ისტორული თვალსაზრისით. მოპოვებულ მასალათა შეჯამებით, შეძლებისდაგვარად გამოიკვეთა როგორ ვითარდებოდა ერთნავიანი ეკლესიათა ტიპი, საეკლესიო ხუროთმოძღვრების განვითარებასთან ერთად, რა ცვლილებები განიცადა მან დროთა განმავლობაში, და თუ რითი არის განაპირობებული, ცალნავიანი, დარბაზული ტიპის ეკლესიათა უწყევტი არსებობა, საეკლესიო არქიტექტურის განვითარების მთელს მანძილზე.

სრული ტექსტი: PDF, 97 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.