დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
მართლმადიდებლური ხატი თანამედროვე საკრალურ სივრცეში
ეკა ვეკუა_2015აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 74).ნაშრომში შევეცადეთ თანამედროვე საკრალურ სივრცეში მართლმადიდებლური ხატის როლი განგვესაზღვრა. რამდენადაც ეს საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია, პირველ რიგში ხატის რაობას, ისტორიას ჩავუღრმავდით, იმისთვის, რომ ისტორიულ ჭრილში გვეჩვენებინა მისი დანიშნულება საკრალურ გარემოში და ხატში მიმდინარე პროცესების განხილვით, თანამედროვეობაში მისი ფუნქცია განგვესაზღვრა. ჩვენი ნაშრომის ფარგლებში გამოვავლინეთ, რომ ხატის რაობის განმსაზღვრელი „კანონიკურობა“, რომელიც თავის მხრივ, ღვთისმეტყველთა და ხელოვნებათმცოდნეთა მიერ განსხვავებულად განიმარტება, თანამედროვე სივრცეში ბუნდოვან ელფერ იძენს. ეს პროცესი განსაკუთრებულად აისახა ცალკეულ გამოსახულებებში, რომლებიც პირობითად „უცნაურ ხატებად“ მოვიხსენიეთ.
თავისი შინაარსით ისინი სრულიად ახალია და გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ხატის ტრადიციულ გაგებასთან, თუმცა საკრალური სახე-ხატის ფუნქციით იტვირთება და სატაძრო სივცეშიც აღწევს. ვნახეთ, რომ ხატის თამედროვე ალტერნატივა ფოტო და პორტრეტი ხდება, რომელიც მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკულად არ აღიქმება და ბუნებრივად თავსდება საკრალურ გარემოში. აღვნიშნეთ ისიც, რომ ხატის გავრცელების არეალი იმდენად გაიზარდა, რომ მას არატრადიციულ გარემოში, პროფანული სახე-ხატების პარალელურად ვხვდებით. განვიხილეთ ხატის რეპროდუცირებადობის საკითხიც, რამაც საკრალური გამოსახულების აღქმის პრინციპის შეცვლაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ნაშრომმა მოგვცა საშუალება წამოგვეჭრა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩვენი აზრით, შეკითხვების სახით ჩნდება და უფრო სიღრმისეულ და მასშტაბურ შესწავლას საჭიროებს.
უფრო მკაფიოდ უნდა დადგინდეს ხატის ფუნქცია თანამედროვე საკრალურ სივრცეში და ამის საფუძველზე განისაზღვროს მისი სამომავლო განვითარების გზები.
სრული ტექსტი: PDF, 90 გვერდი. ნაშრომის გახსნა