დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
ჰერმენევტიკა - თეორია და პრაქტიკა
თინათინ თვალჭრელიძე_2010აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის თემაა “ჰერმენევტიკა _ თეორია და პრაქტიკა”. მხატვრული ტექსტების ჰერმენევტიკული მეთოდით კვლევა მეტად აქტუალური და საინტერესოა. ჰერმენევტიკა სხვაგვარად გაგების თეორიადაა აღიარებული. ჰერმენევტიკა მოიაზრება როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ახსნისა და განმარტების უნივერსალური ხერხი. მხატვრული ტექსტების ამ კუთხით კვლევა ნოვატორულია, ღრმა ფილოსოფიურლიტერატურათმცოდნეობითი საფუძვლების მქონეა. იგი ტექსტის ფუნდამენტური გააზრების საშუალებას იძლევა, რომლის გამოყენებითაც საცნაური ხდება მხატვრული ნაწარმოების შინაგანი და გარეგანი ლოგოსი. ჩვენი თემის მიზანია, ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით განვიხილოთ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები: ”რაჰათ-ლუხუმი” და ”ანტონიო და დავითი”.
ეს ტექსტები ნაკლებად არის შესწავლილი და მათი ამ მეთოდით ინტერპრეტაცია სიახლეს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენი ამოცანაა შევაჯამოთ თეორიული მასალა, რის საფუძველზეც გამოვიტანეთ ძირითადი დასკვნები: თუ როგორ ვითარდება ჰერმენევტიკული კვლევის მეთოდი. Aამავდროულად, რამდენად სრულად წარმოაჩენს იგი მხატვრული ტექსტის არსებით გრამატიკულ-ტექნიკურ მხარეებს.
სრული ტექსტი: PDF, 81 გვერდი. ნაშრომის გახსნა