აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

X საუკუნის შუა ხანების ქართული საფასადო პლასტიკის თავისებურებანი კუმურდოს ტაძრის მაგალითზე

მედეა (დეა) გუნია_2015

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 4).

X საუკუნის შუა ხანები, ქართულ ხუროთმოძღვრებაში, არის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება საფასადო შემკულობის ერთიანი ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. ოსტატების წინაშე დგება შემკულობის საერთო კომპოზიციაში ფიგურული რელიეფის ორგანულად ჩართვის საკითხი. იწყება ცალკეული დეკორაციული მახვილების სახით წარმოდგენილი გამოსახულებების იდეური და მხატვრული ურთიერთშერწყმა. ამასთან, ამ პერიოდის ძეგლების შემკულობის მხატვრული კომპოზიციის შემადგენელ ელემენტთა შერჩევაში უპირატესობა მათ აზრობრივ-სიმბოლურ მნიშვნელობას ენიჭება. სწორედ იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიული წინაპრების მიერ საუკუნეთა სიღრმიდან მოწოდებული შეტყობინება მეტ-ნაკლებად შესატყვისად იქნას გაგებული, კვლევის მიზნად საფასადო რელიეფების აზრობრივსიმბოლური მნიშვნელობის არსის წარმოჩენა დავისახეთ.

ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თვალი გავადევნოთ შუა საუკუნეების ქართული საკულტო ნაგებობების საფასადო დეკორაციული სისტემის განვითარების გზას. ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლებში მძაფრად წარმოჩენილი სიმბოლური თხრობის ელემენტები, ყველაზე უხვად, X საუკუნის II ნახევრის ტაძრებშია თავმოყრილი. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, მაღალი ოსტატობით შექმნილი ძეგლი გახლავთ 964 წლით დათარიღებული კუმურდოს საკათედრო ტაძარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ესოდენ ვრცელი თემა ერთი კონკრეტული ძეგლის გარშემო შეგვესწავლა და სწორედ კუმურდოს კვლევის შედეგად წარმოგვეჩინა X საუკუნის შუა ხანების საფასადო რელიეფის აზრობრივ-სიმბოლური მნიშვნელობის მთავარი ასპექტები.

კუმურდოს ხუროთმოძღვარი საფასადო შემკულობაში მრავალ სიმბოლურ ფორმულას გვთავაზობს. X საუკუნეში ეკლესიის სამწყსოსთვის ეს ფორმულები ცხადზე ცხადი იქნებოდა. ჩვენს ეპოქაში კი მოხდა წყვეტა, ერთგვარი გაუცხოვება და დაშორება სიმბოლოთმეტყველებისგან და ამიტომ ჩვენ გვიწევს ყოველ გამოსახულებას სიღრმისეულად გავყვეთ რომ ჩავწვდეთ მათ არსს. ამ მხრივ, შერჩეული მეთოდი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტული კომპოზიციის სიმბოლური მნიშვნელობის წარმოჩენას, რაც აქამდე არა ერთ მკვლევარს აქვს განხორციელებული, არამედ ტაძრის შემკულობის საერთო სისტემაში ყოველი ნიუანსის ურთიერთკავშირის იდეური მხარის დადგენას და ერთიანი სემანტიკური საზრისის ისტორიულ ჭრილში გააზრებას, მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

სადოქტორო ნაშრომის საკვლევ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, კომპარატივისტული მეთოდის გათვალისწინებით, დამუშავდა ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო ხუროთმოძღვრული სკოლის საფასადო შემკულობის მახასიათებლები, ჩუქურთმოვანი რეპერტუარისა და ფიგურული გამოსახულებების როლი და მათი ურთიერთსინთეზის ხარისხი. თითოეული რეგიონალური სკოლის თავისებურების ქართულ საფასადო შემკულობის განვითარების ეტაპებთან შეჯერების შედეგად კი, საშუალება მოგვეცა, მოძიებული პარალელების ფონზე, ქართული ხელოვნება განვიხილოთ მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრეთვე, ადრექრისტიანული ეპოქიდანვე ჩამოყალიბებულ გამოსახულებათა სიმბოლიკის კვლევას. კუმურდოს ტაძრის უდიდესი კულტურული თუ მხატვრული ღირებულების მიუხედავად (რასაც აღნიშნავს მრავალი ხელოვნებათმცოდნე და სხვადასხვა სახის კვლევებში მას საეტაპო მნიშვნელობის ძეგლად იხსენიებენ) მის შესახებ სრულებით დამოუკიდებელი (მონოგრაფიული ხასიათის) კვლევა არავის

სრული ტექსტი: PDF, 194 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.