აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის

ელენე გავაშელიშვილი_2018

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (ART) საქართველოში თანდათან იკიდებს ფეხს, მაგრამ სამედიცინო სფეროს განვითარებასთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიუღებლობას ამჟღავნებს ბავშვის “არაბუნებრივი” გზით გაჩენის მიმართ. ეკლესიის ავტორიტეტულობის მიუხედავად, უშვილო ქალებისთვის რთულია თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობებზე უარის თქმა და უშვილობასთან შეგუება იმ საზოგადოებაში, სადაც ქართველი ქალი და ქართველი დედა ნორმატიული დისკურსის მიერ ერთმანეთთანაა გაიგივებული. დისერტაცია აჩვენებს ერთი მხრივ იმ დისკურსებს, რომლებიც „სათანადო“ ქართველი ქალის სახეს აყალიბებს, ხოლო მეორე მხრივ კი წინააღმდეგობრივ პრაქტიკებს, რომელთა ერთმანეთთან მორიგების გზით უშვილო ქალები გამოსავალს პოულობენ.

ქალებს, რომლებიც უშვილობასთან გამკლავებას ცდილობენ, ინსტიტუციური აკრძალვებისა (რელიგია) და შემოთავაზებების (მედიცინა) ურთიერთდაპირისპირებული სპექტრი ეშლებათ თვალწინ, რომლის საკუთარ შესაძლებლობებთან შეთავსებაც მათი მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება ხდება. ერთი შეხედვით, რეპროდუქციული სფეროს რეგულირებით დაინტერესებული ძირითადი აქტორები: ეკლესია და სამედიცინო კლინიკები ურთიერთგამიჯნულები არიან, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს ამ სფეროებს შიგნით არსებულ მოქნილობას, რაც ურთიერთგადაკვეთებში და მსგავსებებში გამოიხატება. ტექსტების ანალიზის, ეთნოგრაფიული მეთოდისა და ინტერვიუების გამოყენებით ნაშრომი ცდილობს აჩვენოს, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული რელიგიური აკრძალვები და „სათანადო“ ქართველი ქალის ისტორიულად კონსტრუირებული სახე, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ხშირად მართლმადიდებელი ეკლესიის დისკურსში ჩანს, გავლენას ახდენს ადამიანებზე, მაგრამ ყოველდღიურობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, აიძულებთ, რომ ამ გავლენის ტრანსფორმაცია მოახდინონ, ანუ შექმნან მათზე მორგებული „ყოველდღიური რელიგია.“ უშვილო ქალებისთვის სამედიცინო

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.