აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

დრამატული კონფიგურაციის გენდერული ასპექტები (ავგუსტ სტრინდბერგის მამასა და დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირში)

დავით გაბუნია_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს ცდას, XIX-XX საუკუნის მიჯნის, სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ დრამატულ ტექსტებში შესწავლილ იქნას დრამატული კონფიგურაციები. ნაშრომის მიზანია დრამატული კონფიგურაციების გენდერული ასპექტების შესწავლა და მოცემული ორი პიესის სტრუქტურაზე მათი გავლენის ანალიზი. საკვლევად შერჩეული პიესებია ავგუსტ სტრინდბერგის მამა და დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირი. ტექსტებში კონფიგურაციათა შესწავლა განხორციელდა მანფრედ პფისტერის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. კონფიგურაციის ცნება დრამის თეორიაში 1970-იანი წლების მეორე ნახევარში იმკვიდრებს ადგილს, თუმცა, მისი წინაპირობები გვხვდება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.

ნაშრომში მიმოხილულია დრამის თეორეტიკოსების პფისტერის, ბრანდელის, ედგარისა და ასევე თეატრის სემიოტიკოსთა თეორიები; ცალკე თავი ეთმობა დარისპანის გასაჭირისა და მამის ესახებ შექმნილ სამეცნიერო ლიტერატურას. ტექსტების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ორივე პიესაში წარმოჩნდება მკვეთრად პატრიარქალური მოდელის გენდერული იერარქია; სტრინდბერგის მამაში კონფიგურაციები გენდერულად კონფრონტაციული ხასიათისაა და სიუჟეტის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება; კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირში კი კონფიგურაციებში პასიური გენდერული კონფრონტაციაა წარმოდგენილი. შესაბამისად, სტრინდბერგთან იერარქია ნადგურდება, კლდიაშვილთან კი უცვლელად არის შენარჩუნებული.

წყაროში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია) დაცულია ნაშრომის სატიტულო გვერდი და აბსტრაქტი. წყაროს ნახვა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.