აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება საზოგადოებაში ქალის როლისადმი (თბილისის 10 ეკლესიის მაგალითი )

ლაურა გამყრელიძე_2018

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

ნაშრომის მთავარი თემაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხედვა ქალის როლისადმი საზოგადოებაში. კვლევის მიზანია, დაადგინოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების შეხედულებები ქალის როლისადმი, ასევე რამდენად ჩანს პარტრიარქალური კულტურის გავლენა სასულიერო პირების შეხედულებებზე. კვლევის მთავარი სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სასულიერო პირები, რომლებიც მსახურობენ თბილისის ეკლესიებში. ნაშრომში განხილული იქნება, სასულიერო პირების დამოკიდებულება: ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი, ასევე ქალის საჯარო სფეროში ჩართულობის, ხელოვნური განაყოფიერების, ოჯახისა და ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობებისადმი. იმისთვის, რომ უფრო ნათელი იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ნაშრომში განხილულია საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეები და ქადაგებები, რომლებიც კვლევის ძირითად თემას ეხება.

ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ რამდენად თანხმობაშია სასულიერო პირების და პატრიარქის მოსაზრებები. ნაშრომის პირველი ნაწილი ეთმობა იმ ძირითადი კონცეპტების მიმოხილვას,რომლის შუქზეც მოხდა კვლევის გაანალიზება.ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა ემპირიულ კვლევას და შედეგების ანალიზს. საკვანძო სიტყვები: ქალი, რელიგია, სასულიერო პირები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ოჯახი.

წყაროში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია) დაცულია ნაშრომის სატიტულო გვერდი და აბსტრაქტი. წყაროს ნახვა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.