დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
მღვიმევის მონასტრის მთავარი ტაძრის კანკელის დეტალების კონსერვაცია / მანგლისის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში დაცული ფერწერული ტილო “მთავარანგელოზი მიქაელი” (კვლევა და რესტავრაცია)
ირაკლი ვართაგავა_2012აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 2).სამაგისტრო ნაშრომის პირველი ნაწილი ეხება მღვიმევის დედათა მონასტრის მთავარი ტაძარის, კანკელის დეტალების (აღსავლის კარის მარჯვენა ფრთა, კარის თავსართი, წმ. პეტრეს ხატი) კვლევას და კონსერვაციას. აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს იმ პროექტის მე-3 ეტაპს, რომელსაც აწარმოებს თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი 2010 წლიდან. საკონსერვაციო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ტაძრის კანკელის კვლევა: გამოყენებული მასალების და შესრულების ტექნიკის დადგენა. მღვიმევის მონასტრის შესახებ პირველ ცნობას გვაწვდის ვახუშტი თავის გეოგრაფიაში, იგი წერს: „ყვირილის ჩრდილო კერძ კიდეზედ, არს მღვიმე, კლდე დიდი გამოკვეთილი, და მას შინა მონასტერი უგუნბათო, წითლის ბრძწყინვალის ქვით შენი, კახაბერ რაჭის ერისთავისაგან აშენებული.
ქვაბსა შინა ადის წყარო დიდი და კეთილი. უზის არქიმანდრიტი“1. ვახუშტის შემდეგ ძეგლი დეტალურად შეისწავლეს და აღწერეს შვეიცარიელმა მოგზაურმა და მეცნიერმა დუბუAდე მონპერემ, შემდგომ მარი ბროსემ. მონასტერს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნეს გ. წერეთელმა და დ. ბაქრაძემ; და ბოლოს მონასტრის სრული აღწერა–დახასიათება და გამოკვლევა მოგვცა ხელოვნებათმცოდნე ი. გომელაურმა.2 მღვიმევის მთავარი სამონასტრო ტაძარი(XIIIს.) ორნავიანი ბაზილიკაა, ეკლესია მაცხოვრის სახელობისაა. ნაგებობის ჭერს ნახევრად ბუნებრივი გამოქვაბული ქმნის. კედლები მოპირკეთებულია მოყვითალო, თბილი ფერის გათლილი ქვით, ფასადები ჩუქურთმებითა და დეკორატიული თაღებითაა შემკული. ფერესკულ მხატვრობაში ვხედავთ, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლის და ძმის, ნიანია კახაბერისძის საქტიტორო გამოსახულებებს.
ხელოვნების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს მღვიმევის მონასტრის მთავარი ტაძრის დასავლეთი მხრის, ხალხში ვაზის კარებად ცნობილი კარი, რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია ექსპონირებული. ამავე მუზეუმს ამშვენებენ მღვიმევის მონასტრის ეკლესიიდან გადატანილი ჭედური ხატები. მნახველთა და მკვლევართა ინტერესს იწვევს ეკლესიაში არსებული ხის კანკელი, რომელიც ჩვენი კვლევის და კონსერვაციის საგანს წარმოადგენს.
სრული ტექსტი: PDF, 69 გვერდი. ნაშრომის გახსნა