აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

რობერტ სტურუა სათეატრო ენის ფორმირებისათვის

მაკა (მარინე) ვასაძე_2014

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 3).

XXI საუკუნეში ხელოვნების სემიოტიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნიშანთა სისტემის ზოგად თეორიაში. თეატრის სემიოტიკა _ მნიშვნელოვანი და დღემდე ჯერ ისევ ნაკლებად შესწავლილი ნაწილია რთული პრობლემისა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის საინტერესო იყო, თანამედროვე ქართული თეატრის, კონკრეტულად კი მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორის _ რობერტ სტურუას სათეატრო ენის ფორმირების კვლევა, ამ კუთხით წარმემართა. პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, სახელოვნებო მკვლევრები, იმაზე დაყრდნობით, რომ ყოველნაირი სისტემა, რომელიც ორ ან უფრო მეტ ადამიანს შორის კომუნიკაციის საშუალებაა, შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც ენა, ამტკიცებენ, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგს თავისი განსაკუთრებული ენა გააჩნია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მუსიკის, ფერწერის, თეატრის, ზოგადად, ხელოვნების ენის შესახებ. სათეატრო ენა, უპირველეს ყოვლისა, არის თეატრალობა, რომელიც წარმოადგენს ნაკრებს სხვადასხვა ნიშნებისა, კოდებისა _ მსახიობთა თამაში (სხეულის პლასტიკა, ხმის ჟღერადობა, სივრცეში მოძრაობა და ა. შ.), დეკორაციები, შუქი, მუსიკა (მელოდია, ტონალობა, რიტმი), დუმილი, სიჩუმე, პაუზა, მეტაფორები, სიმბოლოები და ა. შ. ეს ყველაფერი ქმნის სათეატრო ენას. ნაშრომში გამოყენებულმა კვლევის ისტორიულ-ტიპოლოგიურმა და სტრუქტურულდიალექტიკურმა მეთოდმა საშუალება მომცა გამეანალიზებინა, თუ რას წარმოადგენს ზოგადად „სათეატრო ენა“, განმესაზღვრა ნიშანთა ერთობლიობა, რომლებიც ამ ენას ქმნიან.

რობერტ სტურუას სათეატრო ენის კვლევის პროცესში მეჩვენებინა მისი ფორმირების პროცესი. უპირველეს ყოვლისა, შეასავალ ნაწილში, განისაზღვრა, რას ნიშნავს „ტექსტი“ სპექტაკლში. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ ამა თუ იმ სპექტაკლზე, როგორც ერთიან ტექსტზე. სპექტაკლი მატარებელია მთელი რიგი ცალკეული შეტყობინებებისა, იმავდროულად გააჩნია მთლიანობის, ინტეგრირებულობის მნიშვნელობა.

სრული ტექსტი: PDF, 205 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.