დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
კონსენსუსი და დაპირისპირება თანამედროვე ქართულ სამზარეულოში: სემიოტიკური ანალიზი
ნინო რჩეულიშვილი_2019აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.მოცემული სადისერტაციო ნაშრომი ეხება ქართულ კულინარულ სივრცეში მიმდინარე სემიოტიკურ ცვლილებებს. კერძოდ, ნაშრომში განხილულია ამ სივრცეში სიახლის შემოტანის ორი მცდელობა. ამ მცდელობებიდან ერთ-ერთია ე.წ. “ახალი ქართული სამზარეულოს” მოძრაობა. მეორე შემთხვევის სახით, ნაშრომში განხილულია მასმედიაში მიმდინარე დისკუსია ვეგეტარიანელობის, როგორც კვებითი და ეთიკური პრაქტიკის, შესახებ. ორივე შემთხვევა დისკურსულ სივრცეში მიმდინარე ჰეგემონიური ბრძოლების ფონზე არის გაანალიზებული. კვლევის კონცეპტუალურ-ნორმატიულ ჩარჩოს წარმოადგენს კულტურული ჰეგემონიის თეორია, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე განსაზღვრული ხედვის უკან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე კონტროლის დამყარების სურვილი იმალება (Laclau ანდ Mouffe 1985).
ასეთი ბრძოლები ხშირად ყოველდღიურობის ისეთ სფეროებშიც აღწევს, როგორიცაა, მაგალითად, კვება. ჰეგემონურ ბრძოლებში ჩართული მხარეებიდან, თეორიის თანახმად, მინიმუმ ერთერთი, თავს „პროგრესულ“ ძალად წარმოაჩენს. მოცემულ ნაშრომში სწორედ ასეთი, პროგრესული, მოძრაობის მაგალითად არის განხილული “ახალი ქართული სამზარეულო”, რომლის წინაშეც სიახლისა და საზოგადოებაში გაბატონებული კულტურული ღირებულებების კომბინირების რთული ამოცანა დგას. რაც შეეხება ვეგეტარიანელობას, ამ შემთხვევაში თავად ცნების განსაზღვრების გარშემო მიმდინარე დისკურსული ბრძოლა მაინტერესებს. ორივე შემთხვევაში, ვიკვლევ სტრატეგიებს, რომლებიც გამოიყენება ძველისა და ახლის (ან “უცხოსა” და “ადგილობრივის”, ვეგეტარიანულისა და სამარხვოს) კომბინირების პროცესში.
ამასთან ერთად, ნაშრომში ვცდილობ გავშალო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა უშლის ხელს სოციალურ ჯგუფებს, განხილული ჰეგემონური ბრძოლების კონტექსტში, საკუთარი ინტერესები გამოხატონ და სხვა ჯგუფებთან კონფრონტაციაში შევიდნენ. კვლევა ყველაზე “ხილვადი” - მასობრივ
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა