აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

ზოგადი განათლებიდან უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე: გამოწვევები და რეკომენდაციები. (ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის წინასაბაკალავრო პროგრამის ანალიზის მიხედვით)

გურამ კოკაია_2016

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 4); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

განათლება გრძელი პროცესია, რომელიც ბაღიდან იწყება და არ სრულდება. უმაღლესი განათლება ამ პროცესის ერთი ჯაჭვია. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ კურსდამთავრებულები უნდა მოამზადოს განათლების ახალი საფეხურისთვის. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი, მე-11 და მე-12 კლასებში ახორციელებს წინასაბაკალავრო პროგრამას. პროგრამა მოსწავლეებს ეხმარება პროფესიის შერჩევაში, უვითარებს კოგნიტურ და სოციალურ უნარებს, რომლებიც მათ დაეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური წარმატების მიღწევაში. მე-12 კლასელებმა შეავსეს ჰავაის უნივერსიტეტის - დასავლეთ ოაჰუს - მიერ შექმნილი სტუდენტთა გამოცდილების კითხვარი. ისინი თავად აფასებდნენ საკუთარ შესაძლებლობებს.

კითხვარის შედეგების დათვლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციის გაკეთება, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გამოყენება. მოსწავლეებს შერჩეული აქვთ სამომავლო პროფესია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სურთ სწავლის გაგრძელება. წინასაბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს სჭირდებათ დამატებითი მომზადება წერით კომუნიკაციაში და აკადემიური წერის უნარების განვითარებაში. მათ ასევე სჭირდებათ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა მსოფლმხედველობებისა და ცივილიზაციების შესახებ.

წყაროში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია) დაცულია ნაშრომის სატიტულო გვერდი და აბსტრაქტი. წყაროს ნახვა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.