დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ნეორეალისტური კინოს სემიოტიკური პარალელები
ირინა უთურგაური_2019აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 83).სამაგისტრო ნაშრომი ეყრდნობა კინოსა და კულტურის თემებზე შექმნილ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურას. ქართული სივრცის შესასწავლად ჩვენ ჩავატარეთ სემიოტიკური პარალელების კვლევა და სემანტიკური ანალიზი ქართულ და იტალიურ კინოფილმებზე დაყრდნობით. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში და ვიზუალური კულტურის დომინანტობის სივრცეში ქართული სივრცის კულტურული ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა კულტურაში კინოს როლის შემეცნება და კულტურის სემიოტიკური ასპექტის გააზრება. კინოს წარმოქმნისთანავე, მისი პოტენციალიდან გამომდინარე, ის ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკური წყობის ფორმირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების კონტროლთან.
ამის მიზეზი არის კინოში შეტყობინებების შემუშავების, გავრცელების და ინფორმაციის შენარჩუნების უნარი. თანამედროვე გლობალურ სივრცეში, უაღრესად მნიშვნელოვანია ნაციონალური იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნება, კულტურული ცვლილებების გააზრება და სახელმწიფოს არა მხოლოდ სოციალური სტრუქტურისა და სისტემის, არამედ იმიჯის ფორმირება მსოფლიოს წინაშე. ყველა ჩამოთვლილი პუნქტი ერთიანდება ერთი მთავარი, (თვით)რეფლექსიის პროცესის ქვეშ. ეს პროცესები და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებისა და განვითარებისათვის, რადგან თანამედროვე სივრცე მოითხოვს სიახლეს და ცვლილებებს. თვითრეფლექსიის ინტენსიური პროცესი აუცილებელია ქართულ კულტურასთან მიმართებაში, ქართულ კინოს, როგორც უნიკალური და კომპლექსური გამომხატველობითი ფორმის კვლევის საფუძველზე, რადგან თავისი გამომხატველობითი ხერხებიდან გამომდინარე კინოს შეუძლია ინფორმაციის, შესაბამისად ეროვნული და ისტორიული მეხსიერების შენახვა, ამ ინფორმაციულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით კულტურული თვითრეფლექსია და რეფლექსიის შედეგად სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება.
სრული ტექსტი: PDF, 98 გვერდი. ნაშრომის გახსნა