აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

კუპელჰალეს ტიპის ეკლესია სოფელ საკრამულში

მარიამ ჭელიძე_2017

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 4).

სამაგისტრო ნაშრომი ქართულ ხუროთმოძღვრებაში ნაკლებ გავრცელებულ მაგრამ საინტერესო ტიპის-კუპელჰალეს ტიპის ტაძარს ეხება , კერძოდ , სოფელ საკრამულოში მდებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარს, რომელზეც სპეციალური გამოკვლევა არ არსებობდა და არც დათარიღებული იყო. ნაშრომში განხილულია საკრამულოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის თავისებურებები, როგორც ტიპოლოგიური, ისე არქიტექტურულ-დეკორტიული გაფორემების თვალსაზრისით. მნიშვნელოვნია, რომ ამ ტიპის არსებობა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების თითქმის ყველა ეტაპზე დასტურდება. სპეციალურ ლიტერტურაზე დაყრდნობით, ჩვენ მიმოვიხილეთ კუპლჰალეს ტიპის განვითარების ეტპები და შევეცადეთ ტიპოლოგიური მხასიათებლებით გაგვერკვია საკამულოს ტაძრის აგების პრიოდი.

როგორც შეარებამ გვაჩვენა, საკრამულოს ტაძარს საერთო მახასიათებელი უფრო მეტი აქვს XVIII-XIX საუკუნის ტარებთნ, ვიდრე ადრეული პერიოდის ეკლესიებთან. გეგმის შედარების შემდეგ, მეტი სიზუსტისათვის ეკლესია შევადარეთ ამ პერიოდის აგურის ეკლესიებს და მათ დეკორს. ეს ტაძრებია ბოდორნას ღვთისმშობლის ტაძარი, მანავის ღვთისმშობელი, ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზი, გურჯაანის ქვაშვეთი და მელაანის სამება. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ეს ეკლესიები კუპელჰალეს ტიპს მიეკუთვნება. დეკოარტიული მოტოვები ძირითადად არის ჯვრები და თაღედები, რომელბიც კედლის სიბრტყის ჩაწევით მიიღება, თუმცა განსხვავებულია მათი განლაგება. შედარებამ გვაჩვენა, რომ საკრამულოს ტაძრის დეკორატიული მორთულობა მეტ საერთოს ავლენს XVIII-XIX საუკუნის თავისივე ტიპის ტაძრებთან.

ვფიქრობთ, საკრამულის აგების თარიღი XVIII საუკუნის შუა ხნებს არ უნდა სცილდებოდეს.

სრული ტექსტი: PDF, 70 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.