აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

სატელევიზიო რეკლამის მხატვრულ-შემოქმედებითი ასპექტები (სიტყვა, მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამის სტრუქტურაში)

ვლადიმერ ტატიშვილი_2013

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 152).

სატელევიზიო რეკლამაში, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი უკავია ვიზუალს, ხოლო სიტყვიერი მიმართვა მხედველობით აღქმული კადრების გაშიფვრას წარმოადგენს. სიტყვიერი მესიჯი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მთლიანი სარეკლამო რგოლის ადეკვატურად აღქმას მომხმარებელში. იგი უმარტივებს მაყურებელს (იგულისხმება ყველა დონისა თუ ინტელექტის მქონე პირი) მიწოდებულ ინოფრმაციას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სარეკლამო სიტყვიერი ინფორმაციისათვის გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს: 1. ტექსტის სემანტიკას (რას ვთავაზობთ მომხმარებელს); 2. ნათქვამის ფორმას (შინაარსის მხატვრულად გაფორმებას); 3. მყიდველის დარწმუნებას (რომ იგი არ შეცდება, არ ინანებს, თუ ამ პროდუქციას შეიძენს); 4.

აქტუალურობას (რამდენად სასურველი და საჭიროა შემოთავაზებული პროდუქცია საზოგადოებისათვის); 5. ლაკონიურობას (ვრცელმა ინფორმაციამ არ უნდა დაღალოს მაყურებელი); 6. ყველასათვის მისაწვდომობას, ნათქვამის სიმარტივეს (თუ მომხმარებელი კარგად ვერ გაარკვევს, რას ეუბნებიან, ბუნებრივია, ამ პროდუქტს არ იყიდის). სიტყვას დიდი ძალა აქვს. მას ძალუძს ადამიანის გახარებაც, გაბედნიერებაც და სურვილის (შემოთავაზებული პროდუქციის შეძენის) გამოწვევაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“ (რუსთაველი). სიყვარულით მიწოდებული ინფორმაცია კი ყველაზე დიდი რეკლამაა. სიყვარულს ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მას ყველა გრძნობს.

სრული ტექსტი: PDF, 207 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.