აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

გერმანული ექსპრესიონისტული კინოს როლი ნაციზმის დაბადებაში

ლევან აბდუშელიშვილი_2020

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 3).

წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის გერმანული ექსპრესიონისტული კინოს როლს, ნაციზმის დაბადებაში. აღნიშნული კვლევა განსაზღვრავს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ექსპრესიონისტულ ფილმებზე დაყრდნობით, ვიმსჯელოთ ჰიტლერისა და ზოგადად ფაშიზმის დაბადებაზე ვაიმარის რესპუბლიკაში. ნაშრომში გამოყენებულია მეორადი მონაცემების ანალიზის მეთოდი, ასევე კულტურის კვლევის მეთოდი, კონტენტ-ანალიზი და კინო გამოსახულების ვიზუალური ანალიზი. ძირითადი აქცენტი კეთდება კინოთეორეტიკოსების ზიგფრიდ კრაკაუერისა და ლოტა აისნერის მიერ გამოქვეყნებულ ორ საეტაპო მნიშვნელობის წიგნზე, გერმანული ექსპრესიონიზმის შესახებ. ერთი მხრივ, კრაკაუერის „კალიგარიდან ჰიტლერამდე“ და მეორეს მხრივ, ლოტა აისნერის „აჩრდილების გამოსახულება“ საშუალებას მოგვცემს, ახლებურად გადავიაზროთ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

რამდენად შესაძლებელია კინომ (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე მასობრივი ხელოვნებაა) საფუძველი ჩაუყაროს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტირანიის დაბადებას. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაღრმავოთ ან პირიქით, შევამსუბუქოთ კავშირი გერმანულ ექსპრესიონიზმსა და ნაციზმს შორის. ექსპრესიონისტული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი ფრიც ლანგი კატეგორიულად ემიჯნება ზემოთაღნიშნული ავტორების მოსაზრებებს და თვლის, რომ გერმანელ ექსპრესიონისტებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით მესამე რაიხის დაბადებაში. ძირითადი საძიებო სიტყვები: გერმანული ექსპრესიონიზმი, ფაშიზმი, ზიგფრიდ კრაკაუერი, ლოტა აისნერი1 1 აღნიშნული ნაწილი გადამუშავებულია აკადემიური წერის კურსის გავლის ფარგლებში ჩემ მიერ

სრული ტექსტი: PDF, 70 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.