აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

„შავი პიტერიდან“ პრაღის გაზაფხულამდე (ჩეხოსლოვაკური ახალი ტალღის როლი პრაღის გაზაფხულში)

ლევან ცხოვრებაძე_2020

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 3).

წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის ჩეხოსლოვაკური სამოციანები წლების კინოს როლს პრაღის გაზაფხულის რეფორმებისა და მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული კვლევა განსაზღვრავს, თუ რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ 1963 წლიდან პრაღის გაზაფხულის მოვლენების, მაშასადამე 1968 წლის განწყობების ასახვა ჩეხურ და სლოვაკურ კინოში. ნაშრომში გამოყენებულია მეორადი მონაცემების ანალიზის მეთოდი, ასევე კულტურის კვლევის მეთოდი, შინაარსობრივი ანალიზი და კინო გამოსახულების ვიზუალური ანალიზი. ძირითადი ნაწილი ეყრდნობა კინოს ისტორიკოსის, პიტერ ჰამესის წიგნებს, კვლევევბსა და სტატიებს ჩეხურ და სლოვაკურ კინოზე. ერთი მხრივ, პიტერ ჰამესის „ჩეხური და სლოვაკური კინო - თემა და ტრადიცია“ და მეორეს მხრივ, კინოს ინტერდისციპლინარული მიდგომა რიგ საკითხებთან საშუალებას მოგვცემს ახალი ადგილი მივანიჭოთ ჩეხოსლოვაკურ ახალ ტალღას გლობალურ კულტურულ თუ პოლიტიკურ ისტორიაში.

. ძირითადი საძიებო სიტყვები: ჩეხოსლოვაკია, ახალი ტალღა, სტალინიზმი, ფაშიზმი.

სრული ტექსტი: PDF, 59 გვერდი. ნაშრომის გახსნა

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.