აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

ვეჯინის ამაღლების ტაძრის მოხატულობა

მარიამ ებანოიძე_2020

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 85).

სამაგისტრო ნაშრომი ვეჯინის ამაღლების ტაძრის მოხატულობას ეხება. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის, გვიანი შუა საუკუნეების, ე.წ პოსტბიზანტიურ ხანას, XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა, აღნიშნული მოსაზრებები მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა და მისი საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა დღემდე არ მომხდარა. ჩვენ შევეცადეთ, სახელოვნებათმცოდნეო კუთხით, შეგვესწავლა ვეჯინის მხატვრობა და სხვადასხვა კომპონენტებით, შევადარეთ ის, როგორც XVI საუკუნის, ასევე, XVII საუკუნის მხატვრობის ნიმუშებს, შედეგად კი, გამოვავლინეთ მათ შორის მსგავსება განსხვავებები. მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო კუთხით შესწავლამ, როგორც ცალკეულ გამოსახულებათა იკონოგრაფიამ და მოხატულობის პროგრამამ, ასევე, მხატვრულ-სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ვეჯინის ამაღლების მოხატულობა XVII საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული.

სრული ტექსტი: PDF, 184 გვერდი. ნაშრომის გახსნა

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.