აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ნაშრომი

მუწდის თარინზგელის ტაძრის მოხატულობა

ნინო ვაშაკიძე_2020

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 119).

ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონ სოფელ მუწდიში მდგარი დარბაზული ტიპის ეკლესიის მოხატულობის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მონუმენტური მხატვრობის განვითარების ხაზში და მისი რეგიონალური მახასიათებელების გამოვლენა. აქედან გამომდინარე ნაშრომში მუწდის მხატვრობა განხილულია ოთხი კომპონენტით - მოხატულობის მხატვრული პროგრამით, გამოსახულებათა იკონოგრაფიით, მოხატულობის დეკორატიული სისტემით და გამოსახულებათა სტილური გადაწყვეტით. იმის გათვალისწინებით, რომ მუწდის თარინგზელის თარიღი სამეცნიერო ლიტრატურაში მყარად არ იყო განსაზღვრული, თითოეული კომპონენეტი შედარებული იქნა XI-XII-XIII საუკუნის ზემო და ქვემო სვანეთის, ასევე ბარის მაგალითებთან, რათა გამოჩენილიყო რომელი საუკუნის ან რეგიონის მახასიათებლების მატარებელია მუწდის მხატვრობა.

მუწდის თარინგზელის მხატვრული პროგრამის, გაანალიზების და შედარებების შემდგომ გამოჩნდა, რომ მთლიანობაში მისი იდენტური პროგრამული შემადგენლობა არცერთ მაგალითში არ აღმოჩნდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, დეტალებით, მან რეგიონალური მახასიათებლები გამოავლინა, თუმცა მთლიანობაში პროგრამულმა შემადგენლობამ კონკრეტული თარიღზე არ მიგვითითა. თითოეული კომპოზიციის იკონოგრაფიულ ჭრილში განხილვის შემდგომ არაერთგვაროვანი სახე მივიღეთ, მუწდის იკონოგრაფიულმა რედაქციებმა საერთო ჰპოვეს, როგორც XI-XII-XIII სს. ზემო და ქვემო სვანეთის მაგალითებთან, ასევე ბარის XII-XIII სს. რედაქცებთან. საინტერესო შედეგი მივიღეთ მუწდიში გამოყენებულ ნათლისღების და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის რედაქციების შედარებისას, მათ საერთო ვერცერთ მაგალითთან ვერ ჰპოვეს.

მუწდის მხატვრული სისტემის განხილვისას და კვლავ სხვა მაგალითებთან შედარებებისას გამოჩნდა, რომ მუწდის თარინგზელი უფრო ახლოს არის XI-XII სს. მონუმენტურ-არქიტექტონოკურად დახასაითებულ მაგალითებთან, ვიდრე XIII ს. დინამიკურ-დეკორატიულ მოხატულობათა სისტემებთან. მუწდის გამოსახულებათა სტილური ანალიზის შემდგომ გამოჩნდა, რომ მუწდიმ ყველაზე მეტი კავშირი XII ს. ზემო სვანეთის და ბარის მაგალითებთან ჰპოვა. საბოლოოდ კი მუწდის მოხატულობის თითოეული კომპონენიტს განხილვისას გამოვლინდა, რომ მთლიანობაში საკმაოდ რთულია ის რომელიმე საუკუნეს ან რეგიონს მივაკუთვნოთ.

სრული ტექსტი: PDF, 180 გვერდი. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.