აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

დასავლური კაპიტალიზმი 21-ე საუკუნის ევროპულ სოციალურ კინოში

ალექსანდრე გაბელია_2017

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება 21-ე საუკუნის ევროპული კინოს სოციო-პოლიტიკური კონტექსტები. მთავარი აქცენტი თანამედროვე ევროპაში მიმდინარე პროცესებზე გაკეთდება. თეზისში შევეცდები "ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს" მითის გამოაშკარავებასა და მის კრიტიკულ გააზრებას. სისტემურ პრობლემებს კი, ფილმებსა და სხვადასხვა თეორიაზე დაყრდნობით, მემარცხენე პერსპექტივიდან განვიხილავ. ძირითადი საძიებო სიტყვები: ევროპული სოციალური კინო; კაპიტალიზმი; ნეოლიბერალიზმი; მუშათა კლასი; მიგრანტები.

წყაროში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია) დაცულია ნაშრომის სატიტულო გვერდი და აბსტრაქტი. წყაროს ნახვა

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.