დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
ტრავმული მეხსიერების რეპრეზენტაცია ჩან-დონ ლის კინოში
ნინო შველიძე_2019აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტრავმული მეხსიერების კვლევა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. „მეხსიერების კვლევებს“ დღეს უკვე განიხილავენ ინტერდისციპლინურ აკადემიურ სფეროდ. რადგან კინო მეხსიერების რეპრეზენტაციის საშუალებაა, 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან, კინოს კვლევა ინტენსიურად უკავშირდება მეხსიერების კვლევებსა და „მეხსიერების პოლიტიკას.“ ნაშრომი კინოსა და მეხსიერების კვლევებს მოიცავს, რომლის სფეროსაც სამხრეთ კორეელი რეჟისორის ჩან-დონ ლის კინო წარმოადგენს. მსჯელობა კინოს შესაძლებლობებს შეეხება, „გააცოცხლოს“ ინდივიდუალური მეხსიერება, რომელიც ისტორიაში იკარგება.
წყაროში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია) დაცულია ნაშრომის სატიტულო გვერდი და აბსტრაქტი. წყაროს ნახვა