დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
მოდისა და კინოს ურთიერთგავლენა 1950-60 წლების საფრანგეთში
ანა მესხიშვილი_2020აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 4); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის მოდის ინდუსტრიის მიერ კინოში შექმნილ იმიჯებს, რითიც საზოგადოების შთაგონებას და ტრანსფორმაციას დაედო საფუძველი. ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევა გვიჩვენებს მოდის ეფექტს კინოსამყაროზე, მეორე მხრივ კი კინოს გავლენას 50-60-იან წლების საფრანგეთის მოდაზე. ჩემი კვლევის მიზანია იმიჯთა ერთგვარი რევოლუცია ეკრანზე 50-60-იანი წლების ფრანგულ კინოში. რა გავლენა ჰქონდათ იმ დროს ცნობილ ფრანგ დიზაინერებს „ახალი ტალღის“ რეჟისორებზე და შემდეგ როგორ აისახებოდა ეს თანამშრომლობა საზოგადოებაზე ზემოქმედებით ქალაქის ქუჩებში. ნაშრომი გამოსადეგი და ღირებული იქნება ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კინოსა და მოდის ინდუსტრიით და მათი ერთმანეთთან კავშირით.
ძირითადი საძიებო სიტყვები: მოდა, კინო, ფრანგული ახალი ტალღა, საფრანგეთი.
წყაროში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია) დაცულია ნაშრომის სატიტულო გვერდი და აბსტრაქტი. წყაროს ნახვა