აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

წინარწმენის წინასწარმეტყველება: ეთნოცენტრიზმი და ღირებულებები რეალისტურ და სიმბოლურ საფრთხეებთან ერთად

ანა მაყაშვილი_2017

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

წინარწმენა ჯგუფთაშორისი კონფლიქტების საფუძვლადმდებარე კომპლექსური ფენომენია, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან სოციალური ფსიქოლოგების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. მასზე პასუხისმგებელი მრავალი ფაქტორი შესაძლებელია, ორ ფართო ჯგუფში – პიროვნულ და სიტუაციურ ფაქტორებში – გაერთიანდეს. მოცემული კვლევა, ინტერაქცტიონისტული მიდგომის გამოყენებით, ცდილობს, გაარკვიოს პიროვნული და სიტუაციური ცვლადების წილი წინარწმენაში. პიროვნულ ცვლადებად ეთნოცენტრისტული დისპოზიციები და შვარცის განსაზღვრული ღირებულებებია გამოყენებული, ხოლო სიტუაციურ ცვლადებად – ჯგუფთაშორის საფრთხის თეორიაზე დაყრდნობით – რეალისტური და სიმბოლური საფრთხეები. ამასთან, კვლევა, ფაქტორული ანალიზის საფუძველზე, წინარწმენის ორ ფორმას – მეტად სენსიტიურ და ნაკლებ სენსიტიურ წინარწმენას – განარჩევს და აჩვენებს, რომ ამ ფორმებს შორის აღმოჩენილი გარკვეული სხვაობები წინარწმენის არაერთგვაროვან ბუნებაზე მიანიშნებს.

საფრთხეთა ექსპერიმენტული მანიპულირების შედეგად, თბილისში მდებარე სხვადასხვა უნივერსიტეტის 589 ბაკალავრი სტუდენტის მონაცემთა გააანალიზებით ირკვევა, რომ წინარწმენის ორივე ფორმას დადებითად ხსნის როგორც სიტუაციური ცვლადები – სიმბოლური და რეალისტური საფრთხეები, ისე პიროვნული ფაქტორები – ეთნოცენტრიზმი და ტრადიციის ღირებულება, ხოლო უნივერსალიზმი-ტოლერანტობის ღირებულება – უარყოფითად; ასევე, ნაკლებ სენსიტიურ წინარწმენას უარყოფით პრედიქტორად უნივერსალიზმი-ზრუნვაც ემატება. ირკვევა ისიც, რომ ტრადიციასა და წინარწმენის ორივე სახეს შორის კავშირში მოდერატორი მხოლოდ სიმბოლური საფრთხეა, ნაკლებ სენსიტიური წინარწმენის შემთხვევაში კი ამ საფრთხის ეფექტი იმდენად მძლავრია, რომ, მასთან ინტერაქციაში, ტრადიციის ღირებულება წინარწმენის ამ ფორმის დამოუკიდებლად წინასწარმეტყველების ეფექტს კარგავს.

ნაშრომში მიღებული შედეგების ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი, რომლებიც როგორც წინარწმენისთვის, ისე

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.