აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

მასწავლებლის შეფასება საქართველოში: პროფესიული კაპიტალის პერსპექტივიდან

ნათია ანდღულაძე_2016

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

2015 წლამდე საქართველოში მასწავლებლის კომპეტენცია ფასდებოდა მასწავლებლის განათლებით, გამოცდილებით, საგნისა და პედაგოგის ცოდნით. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მასწავლებლის შეფასების ამ ტრადიციული საზომების პრედიქტული ვალიდობის კვლევის შედეგებს. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის 2011 წლის მონაცემებისა და 2015 წელს ჩატარებული სახელმწიფო შეფასების შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ მასწავლებლის სერტიფიცირება, მიღწეული განათლების დონე, განათლების სფერო და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა არ ახდენენ სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას მოსწავლის კითხვის უნარსა და მათემატიკაში ცოდნასა და უნარებზე და, შესაბამისად, არ წარმოადგენენ მასწავლებლის ეფექტიანობის ვალიდურ საზომებს.

თუმცა, რადგან ანალიზში გამოყენებული მონაცემები კროს სექციური კვლევების შედეგებს ეყრდნობა, მასწავლებლის კომპეტენციის ამ და ახალი საზომების ვალიდობა საჭიროებს პანელური კვლევების საშუალებით შესწავლას. საძიებო სიტყვები: მასწავლებლის შეფასება, მასწავლებლის სერტიფიცირება ადამიანური კაპიტალი, სოციალური კაპიტალი,

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.