დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
გვიანფეოდალური ხანის ქართული მიტრები: მხატვრულ-ისტორიული კვლევა
ეკა ბერელაშვილი_2013აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.მოცემული ნაშრომი ქართული მიტრების მონოგრაფიული კვლევის პირველ მცდელობას წარმოადგენს. ნაშრომში პირველადაა შესწავლილი მიტრების შექმნის ისტორია, მხატვრულ-ტექნიკური თავისებურებები და მათი როლი და ადგილი გვიანფეოდალური საქართველოს ხელოვნების ისტორიაში. მიტრების, როგორც ხელოვნების ნაწარმოების კვლევამ საშუალება მოგვცა გამოგვეყო ამ ქმნილებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, საკუთრივ იკონოგრაფიული სქემები, მასალა, მოცემულ კონტექსტში განგვესაზღვრა ფერთა სიმბოლური მნიშვნელობა, შეგვესწავლა შესრულების ტექნიკური ხერხები, ორნამენტული რეპერტუარი და ა.შ. ამას გარდა, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მოხერხდა (მიტრების წარწერებში მოხსენიებული) მიტრების შემწირველების, დამკვეთების, მფლობელების იდენტიფიკაცია და გამოვლინდა საკუთრივ ქართული მიტრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.
ჩატარებული კვლევა შეავსებს ქართული გამოყენებითი ხელოვნების ამ დარგის და საეკლესიო ხელოვნების განვითარების სურათს. ნაშრომს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, დახმარებას გაუწევს ტრადიციული ქართული საეკლესიო შესამოსელით დაინტერესებულ პირებს და ასევე სასარგებლო მასალას მიაწვდის მქარგველებსაც, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ საეკლესიო შესამოსელის და მათ შორის მიტრების ხელით ქარგვის ტრადიცია და მათში დაკარგული ძველი ქართული ელემენტები. ძირითადი საძიებო სიტყვები: მიტრა, ნაქარგობა, შესამოსელი, იკონოგრაფია, ორნამენტი.
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა