აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

კანონიერი ქურდების სუბკულტურის გავლენა მოზარდების სოციალიზაციაზე პოსტ-საბჭოთა საქართველოში

ვახტანგ კეკოშვილი_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია (2005) წამოიწყო. ამ კამპანიის შედეგად კრიმინალური გავლენებისგან პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების განთავისუფლება მოხდა და „ქურდების“ შესახებ საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი რწმენა წარმოდგენებიც შეირყა. კანონიერი ქურდების სუბკულტურის წინააღმდეგ კამპანიური ბრძოლის შემდეგ, თითქმის ათი წლის თავზე, 2013-2015 წლებში ეთნოგრაფიული მეთოდით მოზარდების თამაშების დაკვირვების შედეგად გამოირკვა, რომ თამაშების მონაწილეები ციხის კონტექსტიდან გადმოტანილი კანონიერი ქურდების სუბკულტურის ნორმებისა და მახასიათებლების მეშვეობით პერფორმირებენ.

პარადოქსულია, რომ კანონიერი ქურდების სუბკულტურა მოზარდების პერსეფციებში სამომავლო ცხოვრების პერსპექტივად არ განიხილება და არც სასურველი სუბ - კულტურული კაპიტალის ფორმად გამოდგება. მაშინ რითი აიხსნება კრიმინალური თამაშების არსებობა და ამაში მოზარდების ჩართულობა? კრიმინალური თამაშები და კრიმინალური სუბკულტურა ამ თამაშების მეშვეობით დისკუსიის, ცოდნის, უნარების, გენდერული განსხვავებების, დროის გაყვანისა და სოციო-კულტურული მიკუთვნებულობის გადაცემისა და გამჟღავნების საშუალებაა. საძიებო სიტყვები: სუბკულტურა, კანონიერი ქურდები, მოზარდები, სკოლა, ქუჩის აკადემია, თამაშები, პოსტ-საბჭოთა საქართველო.

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.