დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
პოსტკოლონიური პერიოდის ქართულ-რუსული ურთიერთობები ქართულ მხატვრულ და პუბლიცისტურ პროზაში
ნატალია სვანიძე_2017აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულრუსული ურთიერთობების რეფლექსიები ქართულ მხატვრულ და პუბლიცისტურ პროზაში. საქართველოში რუსული დომინაციის თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია დასრულდა მეოცე საუკუნის ბოლოს _ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით 1991 წლის 9 აპრილს და საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლით 1991 წლის 26 დეკემბერს. საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად, აღმოჩნდა ახალი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და სოციალური რეალობის წინაშე, რომელიც, ცხადია, შესაბამისად აისახებოდა ლიტერატურის/კულტურის სივრცეში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ლიტერატურა/კულტურა მთელი კოლონიური პერიოდის მანძილზე რუსული დომინანტობისადმი რეზისტენტობის უმთავრესი სივრცე იყო, ლოგიკური ჩანს, რომ ახალი რეალობისთვის მომზადების, პრობლემური საკითხების წარმოჩენის, წარსულის გადააზრების, კულტურული და სოციალური რეორიენტაციის ამოცანებსაც ქართული მწერლობა თავის თავზე იღებს და მეტნაკლები წარმატებით ახერხებს.
ამასთანავე, როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ და სოციალურ არეალებში რუსეთთან ურთიერთობა თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე კვლავ რჩება ყველაზე აქტუალურ პრობლემად, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სუვერენული საქართველოს სახელმწიფოებრივ და კულტურულ პროცესებზე. ნაშრომში საკვლევ მასალადაა შერჩეული ქართველი მწერლების ისეთი პუბლიცისტური და მხატვრული ტექსტები, რომლებიც სწორედ ქართულ-რუსულ პოსტკოლონიურ ურთიერთობებს და ამ ფონზე წამოჭრილ შიდაეთნიკურ კონფლიქტებს ეხება. ამ პროცესების საკვლევად ვეყრდნობით პოსტკოლონიალიზმის თეორიის ფარგლებში შემუშავებულ თეორიულ მიდგომებს. დღეს უკვე აღიარებულია, რომ მსოფლიოში კოლონიური ისტორიისა და პოსტკოლონიური რეალობის შესასწავლად
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა