დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
ოჯახი და საოჯახო ყოფა თურქეთელ ქართველებში (ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეს მოსახლეობის მაგალითზე)
ნინო ოქროსცვარიძე_2014აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.ნაშრომი წარმოადგენს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის კვლევის მცდელობას თურქეთში, ინეგოლის სოფელ ჰაირიეს ეთნიკური ქართველების ”ნათესავით ქართველთა” ყოფის მაგალითზე. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ოჯახი საზოგადოებრივი ყოფის მეტად რთული და მრავალმხრივი ფენომენია. მას აქვს წარსული და აწმყო. მომავალი კი ამ ორი უკანასკნელის შედეგზეა დამოკიდებული. მის სტრუქტურას შეიძლება გარკვეული საფრთხე დაემუქროს, გარკვეული ცვლილებები განიცადოს, როდესაც იგი სხვა ეთნიკური ერთეულების გარემოცვაში სახლდება. რამაც შესაძლოა ჩამოაყალიბოს უკვე ახალი საოჯახო ტიპი, ძველი ტრადიციები ჩაანაცვლოს ახლით, ან მოახდინოს სინთეზი. თუმცა შეიძლება ოჯახი აღმოჩნდეს მდგრადი ცვლილებებთან მიმართებაში, გარკვეული დროის განმავლობაში განიცადოს რაღაცა დოზით რყევა, მაგრამ შემოინახოს ეთნიკური იდენტობის ცალკეული ნიშნები.
რუსეთ-თურქეთის ომის 1877-78 დასრულების შემდეგ, ქართველთა ერთი ნაწილი რუსეთის მმართველობის ფარგლებში დარჩა, მეორე კი სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება მუჰაჯირი-თურქეთში. ქართველები კულტურულად და ტრადიციულად განსხვავებული სახელმწიფოების შემადგენლობაში განაგრძობდნენ არსებობას. ბუნებრივია, მათ ფსიქიკაზე, მენტალობასა და საოჯახო-სამეურნეო კულტურაზე ეს ცვლილება გავლენას მოახდენდა. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს თურქეთში, ინეგოლის რაიონის სოფელ ჰაირიეს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ძველი და თანამედროვე საოჯახო ყოფის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჭრილში განხილვას. მასში მოცემულია ერთი კონკრეტული სოფლის ეთნიკური ქართველებით დასახლებული ჰაირიეს: ისტორია, სახლის სტრუქტურა, ეკონომიკური საფუძვლები, ”ნათესავით ქართველთა” საოჯახო ყოფის ლოკალური თავისებურებები: ოჯახის სტრუქტურა, ადათ-წესები, სტუმარმასპინძლობაზე აგებული ურთიერთობა, ნათესაური კავშირები, ოჯახებში წარსულში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენები (შელოცვები), ”დასახლების” ტრადიციებიდან
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა