აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

იდიომების სტრუქტურა და სემანტიკა ქართულში (შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი: ინგლისური, ახალი ბერძნული და რუსული ენების მასალის საფუძველზე)

ირინა ლობჟანიძე_2012

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

იდიომების სტრუქტურა და სემანტიკა ქართულში (შედარებითშეპირისპირებითი ანალიზი: ინგლისური, ახალი ბერძნული და რუსული ენების მასალის საფუძველზე) კვლევის მიზანს წარმოადგენს იდიომური გამოთქმების სტრუქტურულსემანტიკური ანალიზი ქართულ ენაში და მოპოვებული მასალის შეპირისპირება რუსულის, ახალბერძნულისა და ინგლისურის სათანადო მასალასთან. გამოკვლევა ორი ნაწილისაგან შედგება: თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან. იდიომების სტრუქტურულ-სემანტიკურ კანონზომიერებათა გამოვლენას საფუძვლად უდევს ბ. ფრეიზერის მიერ შემოთავაზებული დახარისხების სისტემა და იდიომის ტრანსფორმაციულ შესაძლებლობათა შესწავლა წარმომშობი გრამატიკის ჭრილში. ჩვენი დეფინიციით, იდიომი შესიტყვების ფორმისა და ერთიანი სემანტიკური მნიშვნელობის მქონე ერთეულია.

ქართულში იდიომი, შემადგენელი კომპონენტების გრამატიკული ბუნებიდან გამომდინარე, თავისი მორფოსინტაქსით კომპოზიტური ბუნებისაა. ამდენად, მნიშვნელოვანია და შესაძლებელი იდიომების „მდგრადობის‟ ხარისხის შეფასება და განსაზღვრა. ნაშრომის თეორიული მხარე შეიცავს მოპოვებული მასალის ანალიზს, რომელიც განხორციელდა სტრუქტურული და წარმომშობი გრამატიკების ფარგლებში დამუშავებული მასალის საფუძველზე. აღნიშნული მიმართულების შერჩევა განპირობებული იყო იმ მოსაზრებით, რომ იდიომი ქართულში მორფოსინტაქსური თვისებების თვალსაზრისით კომპოზიტურია, რაც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს შემადგენელი კომპონენტების სემანტიკურ ერთიანობასა და სინტაქსურ ტრანსფორმაციაზე. შესაბამისად, არჩეული მიმართულების გათვალისწინებით, ყურადღება გავამახვილეთ პროეცირების დონეებზე, ბრუნების ფილტრსა და თეტა-კრიტერიუმზე ქართული ენისათვის დამახასიათებელი გრამატიკული სტრუქტურის ფარგლებში.

ნაშრომი შედგება ხუთი ნაწილისაგან:

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.