დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
ემოციური დისკურსის პრაგმაკომუნიკაციური ასპექტები იტალიურ და ქართულ ენებში
ნანა ლომია_2012აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.დისერტაციის კვლევის საგანია ადამიანის ემოციის გამოხატვა, კერძოდ, ემოციური რეაქციისა და ემოციური მდგომარეობის საშუალებების ვერბალური და არავერბალური საშუალებების აღწერა XX საუკუნის იტალიურ ლიტერატურაში ემოციათა სტრუქტურულ-სემანტიკური დინამიკისა და პრაგმატისტული ანალიზის მეშვეობით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაგმატისტულ ასპექტზე ანუ იმაზე, თუ რა ინფორმაციაა ჩადებული ადრესანტის მიერ ემოციების აღნიშვნისას და როგორ აღიქვამს ადრესატი გადმოცემულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში ვითვალისწინებთ იმ უშუალო კავშირს, რომელიც არსებობს მხატვრული დისკურსის კონოტაციას, იმპლიკაციას, პრესუპოზიციასა და ქვეტექსტს შორის. დისერტაციაში ნომინაციის პროცესები განხილულია ადრესანტის პიროვნებასთან კავშირში, მისი სოციალური სტატუსის, სქესის, განათლებისა და კულტურის გათვალისწინებით.
ჩვენთვის მნიშვენლოვანია აგრეთვე, არა მხოლოდ იტალიურ ენაზე ემოციების აღწერა და გამოხატვა, არამედ იმავე ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის თავისებურებების გადმოცემა, რათა დადგინდეს მსგავსება და განსხვავება ამ მხრივ ორ არამონათესავე ენას შორის. ამ თავისებურებებს განვიხილავთ თარგმნის ინტერპრეტაციული თეორიის ჭრილში და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დავადგენთ, ხომ არ ხდება იტალიურ ენაზე მოცემული ძლიერი ემოციის შესუსტება? თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ემოციათა გამოხატვას გააჩნია ექსპრესიული ფუნქცია, ხოლო ექსპრესიული ფუნქციის კვლევა მნიშვნელოვანია და ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა. ამასთან ერთად, ემოციათა გამოხატვის ანალიზი მხატვრული პროზის ენაში თეორიულად არ ჩატარებულა იტალიური და ქართული ენების შეპირისპირებითი თვალსაზრისით.
აქტუალურად უნდა ჩაითვალოს დასახული ამოცანისადმი კოგნიტური მიდგომა, რომლისთვისაც ენობრივი მოვლენების კვლევაში დამახასიათებელია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყოველმხრივ გავაშუქოთ კვლევის ობიექტი. II
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა