აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

ნაციონალური ნიჰილიზმი და იდენტობის კრიზისი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ ლიტერატურაში

მზია ჯამაგიძე_2019

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

სადისერტაციო ნაშრომში განხილულია ნაციონალური ნიჰილიზმისა და იდენტობის კრიზისის პრობლემა, როგორადაც ის აისახა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ მწერლობაში. გააზრებულია ამ პრობლემის მიმართება ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტთან. კერძოდ, კვლევაში, პოსტკოლონიალიზმის მეთოდოლოგიის საფუძველზე, ქართულ მწერლობაში გამჟღავნებული ნაციონალური ნიჰილისტური და კრიზისული განწყობების საფუძვლად მიჩნეულია ქვეყნის კოლონიზაცია/სოვეტიზაცია, ნაჩვენებია პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ტრავმა, როგორადაც ის აისახება კოლონიზებული საზოგადოების ნაციონალურ ცნობიერებაზე და აჩენს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრავმის სიმპტომებს. დისერტაციაში განხილული მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტების ანალიზის საფუძველზე, ნაჩვენებია კოლონიზატორული იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგად კოლონიზებულ ნაციონალურ ცნობიერებაში დაქვემდებარებულობის კომპლექსის ფორმირება - რაც ლიტერატურულ ტექსტებში წარმოდგენილია ნაციონალური იდენტობის დემასკულინიზაციის, ნაციონალურ იდენტობათა ნეგაციის ან მათი ჰიპერბოლიზაცია/სტერეოტიპიზაციის ფორმით.

დისერტაციაში ასევე განხილულია პოსტსაბჭოთა/პოსტკოლონიურ ეტაპზე ნაციონალური მწერლობის კოლონიზატორული კულტურული ცენტრისგან გამიჯვნისა და გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში საკუთარი იდენტობის ხელახალი კონსტრუირების სტრატეგიები.

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.