დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
საჯაროობის შოკი: პრივატული და საჯარო სფეროების კონფლიქტი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში
თათია კეკელია_2017აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის საჯარო და პრივატული სივრცეების ურთიერთმიმართებას საქართველოში. როგორც ტრანზიტორული ქვეყანა, საქართველოს საჯარო სივრცე საბჭოთა მემკვიდრეობის გავლენას განიცდის, მისი სტანდარტების ნგრევა კი მტკივნეული პროცესია. კერძო საკუთრებასთან ბრძოლა იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ ადამიანთა ფიზიკურ სხეულებსაც შეეხო - ინდივიდებმა სხეულის, როგორც პირადი საკუთრების აღმოჩენა 1990-იანი წლებიდან დაიწყეს. საჯარო სფეროში ტრანზიციის შედეგად გამოწვეული კონფლიქტის ფორმების შესასწავლად მეთოდოლოგიის შემდეგი ნაკრები გამოვიყენე: შემთხვევების შესწავლა, მედია ანალიზი, ფოკუსური ჯგუფების დისკუსია და ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან. ერთი მხრივ, კვლევა აჩვენებს, რომ საჯარო სფეროში საბჭოთა კავშირის დროს არარსებული ანდა აკრძალული ინფორმაციის გამოჩენა შოკს იწვევს ქართულ საზოგადოებაში.
მეორე მხრივ, კვლევა აჩვენებს, რომ საჯარო სფეროს ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის გამჭვირვალეობის პარადიგმის დამკვიდრება. შედეგები ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება დესტრუქციული ხდება და კარგავს ცივილურობას - ამ პროცესებში დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს. აღნიშნულ ნაშრომს შეუძლია, წვლილი შეიტანოს იმ ნიადაგის კვლევაში, რომელიც დემოკრატიას ხვდება საქართველოში და გამოავლინოს არსებული დაბრკოლებები. ამასთანავე, საქართველოს შემთხვევის კვლევა სასარგებლო იი
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა