აკადემიური ნაშრომების არქივი

შემოგვიერთდით

facebook

large view
small view

დახურვა

გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია

მემკვიდრეობის განაწილების გენდერული ასპექტები ქართულ კულტურაში

მაია არავიაშვილი_2015

აბსტრაქტი

აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.

მემკვიდრეობის განაწილების გენდერული ასპექტები ქართულ კულტურაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, დაამტკიცა ლიბერალური კანონმდებლობა და შეუერთდა საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ფორმალურად გენდერული თანასწორობის გარანტის როლს ასრულებენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო რეგულაციები არ მიესადაგება კულტურულ ღირებულებებს და საზოგადოება მათ არ იზიარებს. აქედან გამომდინარე, გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას ქართული საზოგადოების წინაშე. ეს კარგად ჩანს საქართველოში სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაქტიკაში. ტრადიციულად, მზითვის გატანების არაფორმალური პრაქტიკა ქალს ოჯახური ძალადობისგან იცავდა, რადგან ქმრის ოჯახში გადასვლის შემდეგ მზითვი მის მფლობელობაში რჩებოდა და თავის სურვილისამებრ განკარგავდა.

ეს გარემოება ქალს გარკვეულ უფლებებს ანიჭებდა და მის როლს მნიშვნელოვანს ხდიდა ახალ ოჯახში. თანამედროვე საქართველოში მზითვის გადაცემის ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს, თუმცა მემკვიდრეობითმა სამართალმა, რომლის თანახმად ქალიშვილსა და ვაჟიშვილს მშობლების ქონებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, ფეხი ვერ მოიკიდა. უმეტესწილად, ქალი არ იყენებს მემკვიდრეობაზე თავის უფლებას. დის მხრიდან ძმასთან ქონებაზე პრეტენზიის გამოხატვა ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ამის ლეგალურ უფლებას იძლევა. შესაბამისად, ფორმალური ინსტიტუციები არ არის იმდენად ძლიერი და ქმედითი, რომ აღკვეთოს ოჯახური ძალადობის ეს ფორმა, რომელიც შეიძლება გახდეს ქალის მიერ ქმრის მხრიდან სხვა ტიპის (ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური) ძალადობის დათმენის მიზეზი.

სადისერტაციო ნაშრომის კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს: ექსპერტულ ინტერვიუებს, სიღრმისეულ ინტერვიუებს, მემკვიდროების რეგისტრაციის და მასთან დაკავშირებული

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა

სრულად

კონტაქტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით / [email protected] ნიკოლოზ ნადირშვილი / კვლევითი პროექტების მენეჯერი Propaganda.network

პროექტის შესახებ

„აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პირველ ეტაპზე, ხელოვნების თეორიის და მომიჯნავე დისციპლინებში (კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი/ადმინისტრირება, კულტუროლოგია/კულტურის კვლევები, კულტურის/ხელოვნების სოციოლოგია, ხელოვნების ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია და სხვ.) დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზაციას და აღნიშნულით საქართველოში არსებული და საზღვარგარეთ ქართველ მკვლევართა მიერ დაგროვილი სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ცოდნის კაპიტალის თანამიმდევრულად ზრდას.

ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომები წარმოადგენენ მკვლევართა ინტელექტუალურ საკუთრებას და ისინი შექმნილია კონკრეტულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან თანამშრომლობით/ფარგლებში.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პლატფორმაზე წარმოდგენილია სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობით განვითარებული მონოგრაფიები და სხვა ტიპის სამეცნიერო ნაშრომები; ამასთან ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და საკონოფერენციო მასალები. აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა წარმოადგენს სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდას „თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი“ ქვე-პროექტს და მხარდაჭერილია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ.

არქივი 2026 წელს აღდგა. ნაშრომების აბსტრაქტები და სრული ტექსტები ეტაპობრივად ემატება.