დახურვა
გაზიარება
ნაშრომი
სუფრის თემა უახლეს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში
ნიკოლოზ ნადირაშვილი_2014აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის სრული ტექსტიდან (PDF, გვ. 74).წინამდებარე ნაშრომში თავმოყრილია სუფრის თემის მოპასუხე თეორიული მოსაზრებები და მათ ფონზე უახლესი ქართული ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშია განხილული. ქართველი მკვლევარების თეორიული ნამუშევრები, როგორებიც არიან: ლ. ბრეგაძე, გ. ნიჟარაძე, ე. ჯგერენაია, გ. ნოდია, ა. ყულიჯანიშვილი, გ. თევზაძე და საერთაშორისო მკვლევარები: ფ. მულფრიდი, ი. ალტმანი, კ. ტუიტი და ა.შ. ამასთანავე, ა. ქევხიშვილის სამაგისტრო ნაშრომი და ისტორიული ცნობები ქართული სუფრის შესახებ ცხადყოფს, რომ სუფრის კვლევა ერთ-ერთი მექანიზმია, რითიც შეიძლება ქართული სოციუმის გარკვეული სეგმენტის ქცევით-კულტურულ ნორმებზე საუბარი. მკვლევარები კულტურის ამ ელემენტის მიმართ ძირითადად ნეგატიური კრიტიკით გამოირჩევიან.
ისინი, სუფრას ანტი-გლობალისტურ ფენომენად აღიქვამენ; მათი მოსაზრებების შეჯამებით აშკარა ხდება, რომ სუფრაზე წარმოჩინდება ისეთი საკითხები, როგორიც არის პოსტტოტალიტარული ქვეყნისათვის დამახასიათებელი კონტექსტი: გენდერის პრობლემები (სუსტი სქესის ფენომენი), ტრადიციულის და საბჭოურის სიმბიოზის არაჯანსაღი მდგომარეობა, ურთიერთობების პატრიარქალურ-ავტორიტეტული მოდელი და ა.შ.
სრული ტექსტი: PDF, 94 გვერდი. ნაშრომის გახსნა