დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
თანამშრომლობა სასწავლო პროცესში, როგორც დემოკრატიული ცნობიერების (ურთიერთდამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და თვითშეფასება) ამაღლების ერთ-ერთი საშუალება
ნათია ვაჩეიშვილი_2016აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.მოცემული სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება მოზარდებში დემოკრატიული ცნობიერების შესწავლას. ამასთანავე, ინტერვენციის შედეგად იმ გზებისა და საშუალებების გამოძებნას, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეებში აამაღლებს დემოკრატიულ უნარ-ჩვევებს თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებით. ნაშრომში განხილულია ერთობლივი სწავლების უპირატესობანი ინდივიდუალურ სწავლებასთან შედარებით. კვლევისას გამოკითხულ იქნა 543 მერვეკლასელი (ქ.თბილისის 3 საჯარო და 1 კერძო სკოლა) მოსწავლე ორ ეტაპად. 1,5 წლის განმავლობაში მოსწავლეებში განხორციელდა ინტერვენცია, რომლის მიზანი მიზანი იყო შემოწმებულიყო კვლევის ჰიპოთეზა და დავრწმუნებულიყავი შემუშავებული სწავლების სტრატეგიის ეფექტურობაში.
ნაშრომში გამოყენებულ იქნა კვლევის შემდეგი მეთოდები: რაოდენობრივი და თვისებრივი. ქართულ ენაზე ადაპტირდა კვლევის რამდენიმე ინსტრუმენტი:
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა